ოკუპირებული ტერიტორიები და ეკონომიკური განვითარება - გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა გაეროში
ფოტო: UN Photo/Cia Pak
21 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა მსოფლიო ლიდერებსა და დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე პროცესები და პრობლემები გააცნო.
საერთაშორისო რეიტინგები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, Heritage Foundation-ისა და Transparency International კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგებს, ასევე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობისა ანგარიშს, მსოფლიო ბანკის მონაცემებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში.
ქვეყნის შიდა რეფორმები
გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა და ასახულია ბევრი პროგრესული ინიციატივა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
პრემიერმა ახსენა "სწრაფი ეკონომიკური ზრდის 4-პუნქტიანი გეგმა", ასევე, Moody’s მონაცემებზე მიუთითა, სადაც საქართველოს სუვერენული კრედიტის რეიტინგი გაუმჯობესდა და გადაინაცვლა Ba2 კატეგორიაში. კვირიკაშვილმა ისაუბრა მოგების გადასახადის გაუქმებაზეე გაუნაწილებელ შემოსავლებზე და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ლიბერალიზაციაზე. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში 7-პროცენტიანი და კიდევ უფრო მეტი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ ინტერესებს, რომელიც მისი თქმით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. პრემიერმა ისაუბრა ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზის პროექტსა და ანაკლისს ღრჭმაწყლოვანი პორტის შესახებ, რაც საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის:
"ჩვენ წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით."
პრემიერ-მინისტრი შეეხო განათლების სისტემასაც და თქვა, რომ ამ სფეროში ამბიციური რეფორმა ტარდება, რომლის შედეგად, მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება განვითარდება.
გაყინული კონფლიქტები
"გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
კვირიკაშვილის თმით, საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს, თუმცა რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და გაეროს ტრიბუნიდან აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება:
"საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის ახალ ინსტრუმენტებს. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, მივაწოდოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ყველა სარგებელი საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. ჩვენი ინიციატივების არსებითი პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის იძლევა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადაკვეთით სავაჭრო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს გლობალურ ბაზრებზე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვთავაზობთ მათ ჯანდაცვას, განათლებას და სხვა სოციალურ სარგებელს."
საერთაშორისო თანამშრომლობა
პრემიერის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად საქართველოს მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანა აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, მათ შორის, ავღანეთში და ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. პრემიერის თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლები გაეროს 14 ანტიტერორისტულ კონვენციით, ასევე ტერორიზმის აღკვეთის შესახებ ევროპულ კონვენციით აკისრია:
"საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა."
-
უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს
გადახედვა
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited) 7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited)
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან" ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან"
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ
გადახედვა
-
10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული 10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული
გადახედვა
-
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს
გადახედვა
-
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
-
"ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა "ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
კომენტარები