AFP: რუსეთი დასავლეთ აფრიკაში სამხედრო გავლენას აფრიკის კორპუსის დახმარებით ზრდის
რუსეთი ღიად აფართოებს სამხედრო ძალებს აფრიკაში. წლების განმავლობაში კრემლი აფრიკელ პრორუს მეთაურებს მხარს უჭერდა.
ფრანგული მედია — AFP-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი იყენებს აფრიკის კორპუსის ძალებს თავისი გავლენის გასაზრდელად დასავლეთ აფრიკაში, სადაც ყოფილი კოლონიური ბატონის, საფრანგეთის გავლენა მცირდება.
სავარაუდოდ, აფრიკის კორპუსს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს, რომელიც იკავებს ევგენი პრიგოჟინის მიერ დაარსებული დაჯგუფების — "ვაგნერის" როლს, რომელმაც მალის დატოვება ადრეულ ივნისში გამოაცხადა. "ვაგნერი" მალიში ისლამ ექსტრემისტებს ებრძოდა.
კრემლი ყოველთვის უარყოფდა, რომ ის იყო "ვაგნერი"-ის უკან. ცნობისთვის, მისი დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა 2023 წლის ავიაკატასტროფაში, ზუსტად მაშინ, როდესაც მისი დაჯგუფება მოსკოვისკენ მიემართებოდა (რეალისტური ვერსიით, ეს არ იყო უბედური შემთხვევა).
"ბრალის უარყოფის გამოყენება ახლა შეიცვალა მართული ხილვადობით. მალიში ვაგნერის აქტივების გადაცემა აფრიკის კორპუსში, რომელიც არის სახელმწიფოს მიერ კოორდინირებული გავლენის მექანიზმი, უფრო მეტია, ვიდრე სიმბოლური, რადგან ის აჩვენებს სტრატეგიულ გადასვლას მარიონეტულიდან ძალაუფლების ჯაჭვზე, რომელსაც მართავს მთავრობა," — განუცხადა AFP-ს უსაფრთხოების მკვლევარმა, ნიკოლოზ ჩხაიძემ.
მალი, ბურკინა-ფასო და ნიგერი — ესენი არიან ის დასავლეთ აფრიკული ქვეყნები, რომლებიც საფრანგეთისგან ჩამოშორების შემდეგ უფრო მეტად დაუახლოვდნენ რუსეთს. 2020- 2023 წლებში სამხედრო დაჯგუფებებმა ამ ქვეყნებში მოახერხეს მთავრობის გადაყენება და თავიანთი კონტროლის დამყარება.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პეშკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აფრიკის ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის განვითარებას აპირებს. "ეს თანამშრომლობა ასევე ვრცელდება ისეთ სენსიტიურ სფეროებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება," — თქვა მან.
კვლევითი ორგანიზაციის RAND Corporation-ის თანახმად, რუსი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებიან ხუთ აფრიკულ ქვეყანაში მალის გარდა: ბურკინა ფასო, ლიბია, ნიგერი, სუდანი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
კრისტოფერ ფოლკნერი, the US Naval War College-იდან, ამბობს, რომ გარდასახვა იყო როგორც პრაგმატული, ასევე სიმბოლური ნაბიჯი.
"(ძალაუფლების) აფრიკის კორპუსისთვის გადაცემა ნიშნავს, რომ რუსეთი კომფორტულად გრძნობს, რომ იქ ღიად იფუნქციონირებს თავდაცვის სამინისტრო", — განუცხადა მან AFP-ს სამხედრო კონტროლის ვაგნერიდან აფრიკის კორპუსისთვის გადასვლაზე.
The Institute for the Study of War -ის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა არის ვაგნერის ოპერაციების "უკანასკნელი ბასტიონი" აფრიკაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ცდილობს, ჩაანაცვლოს ის აფრიკის კორპუსით.
ბევერლი ოჩიენგი, აფრიკის ანალიტიკოსი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან, კრემლი საჰელს განიხილავს, როგორც რეგიონს, სადაც რუსეთს მათი გეოპოლიტიკური სტრატეგიებიდან გამომდინარე, შეუძლია დაუპირისპირდეს დასავლურ გავლენას:
"კრემლი გააგრძელებს აფრიკის კორპუსის პირდაპირ მხარდაჭერას, ისინი გააგრძელებენ აღჭურვილობისა და იარაღის გაგზავნას. ჩვენ დავინახავთ ძალადობის მყარ ნაბიჯს ალ-ქაიდას ჯგუფის მხრიდან, რათა წინააღმდეგობის გაუწიოს რუსეთის ჩარევას," — ამბობს ის.
თუმცა, ომის შესწავლის ინსტიტუტის გაფრთხილებით, აფრიკაში რუსეთის სახელმწიფოს აშკარა სამხედრო ჩარევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს "კრემლისთვის უამრავი საშინაო და გეოპოლიტიკური რისკი."
"რუსული პრესტიჟის საფრთხემ შეიძლება რუსეთი "სახელის გადასარჩენად" უფრო ღრმად ჩართოს გრძელვადიან კონფლიქტებში, რაც კრემლს საკუთარი "მარადიული ომების" სერიების ხაფანგში მოაქცევს."
"ვაგნერის დაჯგუფებას ჰქონდა იმუნიტეტი. მან თავიდან აიცილა ღრმა, გრძელვადიანი ჩართულობა გრძელ და რთულ უცხოურ მისიებში. ისინი ზოგჯერ მოულოდნელად ტოვებდნენ ქვეყნებს, მაგალითად ავიღოთ მოზამბიკი. თუ პრობლემები ან რისკები სარგებელზე მეტი იყო, მაშინ ისინი ტოვებდნენ ტერიტორიას," — თქვა ანალიტიკოსმა.
ნიკოლოზ ჩხაიძის განცხადებით, აფრიკის კორპუსმა, შესაძლოა, "ვაგნერზე" მეტად ეფექტურად იმოქმედოს, თუმცა ის მაინც გამოიყენებს ძალადობრივ ტაქტიკას. სასტიკი მეთოდები, როგორიცაა ხოცვა-ჟლეტა და კოლექტიური დასჯა, მათი სისტემის ნაწილია და არა მხოლოდ ცალკეული პირების ქმედებები.
აფრიკის კორპუსში შედის მრავალი ვეტერანი "ვაგნერიდან", განსაკუთრებით ისინი, ვინც იბრძოდნენ უკრაინაში, რომელთაგან ზოგიერთი ყოფილი მსჯავრდებულია.
წინა კვირას გამოქვეყნებული ჟურნალისტური კოლექტივის გამოძიებით, "ვაგნერმა" მისი მალიში ყოფნის 3 წელში მოახერხა ასობით ადამიანის დაკავება, გატაცება და წამება.
"ვაგნერის" მსხვერპლები ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავდნენ საკუთარ თავზე გამოცდილ წამების ისეთ სასტიკ მეთოდებს, როგორიც არის, სიგარეტის ნამწვით ადამიანის სხეულის ამოწვა, ელექტროკაბელებით ცემა და Waterboarding, რაც გულისხმობს შემდეგს: ადამიანს ამაგრებენ დახრილ დაფაზე, მათ პირისა და ცხვირის ნაწილს უფარავენ, ხოლო სახეზე ასხამენ წყალს, რაც იწვევს დახრჩობის მსგავს შეგრძნებას.
ტიმბუქტუს ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დაკარში, ბაკარი სამბეს განცხადებით: "მოსახლეობის თვალში, ეს მხოლოდ სახელის შეცვლაა, ყოველგვარი პოზიტიური განვითარების გარეშე, ერთ-ერთ ყველაზე უარეს სიტუაციაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ბოლო 10 წლის განმავლობაში."
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
კომენტარები