ფეიბოქსის ახალი კამპანია — ბედს ნუ გამოსცდი
ფოტო: ფეიბოქსი
PayBox-მა ახალი კამპანია, ბედს ნუ გამოსცდი დაიწყო.
ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ამიტომ უსიამოვნებების დრო არ არის — ამ ფრაზით იწყება ფეიბოქსის ახალი კამპანია — ბედს ნუ გამოსცდი, რომლის მიზანია აქცენტი ერთ კონკრეტულ გზავნილზე: ფეიბოქსი არსებობს იმისთვის, რათა ყოველდღიურ ცხოვრებაში უსიამოვნებები მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან.
ფეიბოქსის დაკვეთით კამპანიაზე იმუშავა კრეატიულმა სააგენტო BlueBird - BB-მ, რომელმაც გადაწყვიტა, ყურადღება იმ მოულოდნელ სიტუაციებზე გაემახვილებინა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
“კამპანიაზე მუშაობისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი კუთხიდან დაგვენახა ფეიბოქსი, რომელიც მომხმარებლის გადმოსახედიდანაც ახალი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წარმოგვედგინა ისეთი სიტუაციები, რომლებშიც ფეიბოქსი იქნებოდა ადამიანის მეგობარი და არა უბრალოდ გადახდის ტერმინალი. რეალურად, ასეც არის — ფეიბოქსი მოიცავს უამრავ სხვადასხვა სერვისს, რომლებსაც ჩვენი ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა შეუძლია და სწორედ ამის მიზეზ-შედეგობრიობის ჩვენება იყო ჩვენი მიზანი, რა შეიძლება მოხდეს ერთ მშვენიერ დღეს, თუკი თადარიგს არ დავიჭერთ.
კამპანია ამით არ სრულდება, მას გაგრძელებაც ექნება და კიდევ ბევრ ისეთ სიტუაციას წარმოვაჩენთ, რომელშიც მოწოდება — ბედს ნუ გამოსცდი, ბევრჯერ დაგვაფიქრებს.” — ამბობს BlueBird - BB-ის არტ-დირექტორი დიმიტრი სანაია.
მაგალითად, ისეთი ტიპის პრობლემები, რომლებიც თითქოს მარტივად მოსაგვარებელია, მაგრამ დროულად თუ არ მივხედეთ, დიდ ენერგიას წაგვართმევს, ვთქვათ: კომუნალურების გადახდა ვერ მოვასწარით, ინტერნეტი გაგვეთიშა, პარკინგზე დატოვებული მანქანა წაიყვანეს და სხვ.
ფოტო: ფეიბოქსი
ასეთ დროს, როგორც წესი, ადამიანები იმპროვიზაციაზე გადავდივართ — ვცდილობთ დახმარება ვთხოვოთ მეგობრებს, გადავდოთ საქმე ან უბრალოდ ბედს ვცდით. ამ მიდგომის საპირისპიროდ ჩნდება ფეიბოქსის გზავნილი: რატომ სცდი ბედს, როცა მარტივად შეგიძლია მოაგვარო?
ბედს ნუ გამოსცდი — არა მხოლოდ სლოგანი, არამედ მთელი კამპანიის ტონალობაა. კამპანიის ვიდეო, რომელიც ახლახან გამოვიდა, გვიჩვენებს სცენარს, რომელშიც ადამიანს ურთულდება დღე მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსავალზე წინასწარ არ აქვს ნაფიქრი.
ეს მიდგომა მნიშვნელოვან მარკეტინგულ სტრატეგიაზე მიუთითებს — ბრენდი არ ცდილობს მხოლოდ თავისი ფუნქციური უპირატესობის ჩვენებას, პირიქით, ის მომხმარებლის ადგილას დგას, გრძნობს მის სირთულეებს და სთავაზობს გამოსავალს.
“ცხოვრებაში ბევრი რამ შესაძლოა მოულოდნელად და არასასურველად განვითარდეს, თუმცა არსებობს მარტივი გზები, რომელთა წყალობით ყოველღიური ცხოვრების გამარტივება და უსიამოვნებების თავიდან აცილება შეგვიძლია. ამ გზებს შორისაა ფეიბოქსი — სწრაფი, მარტივი და მრავალფეროვანი სერვისებით. ის მთელი საქართველოს მასშტაბით 8000-მდე ლოკაციაზეა წარმოდგენილი, ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს და მომხმარებელს აძლევს კონტროლის შეგრძნებას ყოველდღიურობაში.
ფოტო: ფეიბოქსი
კამპანიის სლოგანი, ბედს ნუ გამოსცდი — უნივერსალურია და PayBox-ის ტერმინალებში წარმოდგენილ ყველა სერვისს ერგება. ჩვენი მიზანი იყო კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებისთვის კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა ფეიბოქსში არსებული სერვისების ფართო სპექტრი და, ასევე, იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი ტერმინალების დახმარებით ყოველდღიური საჭიროებების მარტივად მოგვარებაა შესაძლებელი: კომუნალური გადასახადების დაფარვა, მობილური ბალანსის შევსება, საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა თუ სხვა” — ამბობს ფეიბოქსის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი მჭედლიშვილი.
ფეიბოქსის ძირითადი ღირებულება კომფორტი და სისწრაფეა — ტერმინალი გეხმარება მარტივად მართო ფინანსები, გადაიხადო კომუნალური გადასახადები, შეივსო მობილურის ბალანსი, გადაიხადო პარკინგი, შეიძინო საგზაო ბილეთები და ა.შ.
კამპანია სწორედ ამ იდეას უსვამს ხაზს: ნუ იქნები ბედისწერი იმედზე, სჯობს გამოიყენო ფეიბოქსი, რომელიც შენი ცხოვრების ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარება.
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
კომენტარები