აზერბაიჯანმა და ირანმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
ფოტო: OC MEDIA
აზერბაიჯანი და ირანი "განთავისუფლებულ ტერიტორიებზე" ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ოფიციალურად არ გაამხილა ერთობლივი წვრთნების ჩატარების ადგილი, ირანულმა მედიამ დაწერა, რომ ის მთიან ყარაბაღში ჩატარდება.
"არაზ-2025-ის" ერთობლივი წვრთნები კვირას დაიწყო და ოთხშაბათს დასრულდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნების მიზანი იყო "აზერბაიჯან-ირანის სამხედრო თანამშრომლობის სტაბილურად განვითარებადი გაძლიერება" და მათ შორის "ურთიერთნდობის გაძლიერება".
ირანის სახელმწიფოსთან აფილირებული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის საკუთრებაში არსებული ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთის, Tehran Times-ის ცნობით, წვრთნებში ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) სპეციალური ძალები მონაწილეობდნენ.
კვირას მათ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ოპერაციების მეთაურის მოადგილის, ვალი მა’დანის სიტყვები გაიმეორეს, რომ წვრთნები "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საერთო საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებისა და შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისკენ".
Tehran Times-ის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობდა IRGC-ის სპეციალური დანიშნულების ბატალიონი და სამხედრო დელეგაციის უფროსი.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ და პროსამთავრობო მედიამ მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელეს, რომ წვრთნები „განთავისუფლებულ ტერიტორიებზე“ ჩატარდებოდა — ტერმინი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ტერიტორიის აღსაწერად, რომელიც 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა — Tehran Times-მა დაწერა, რომ წვრთნები მთიან ყარაბაღში მიმდინარეობდა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ წვრთნების ამსახველ ფოტოებზე ორი სამხედრო ოფიცერს, სავარაუდოდ აზერბაიჯანელი და ირანელი, მისალმების ნიშნად მუშტად შეკრული ხელი აქვთ აწეული ძეგლთან.
ფოტოზე გამოსახული მონუმენტი, სავარაუდოდ, ჰადრუტში მდებარეობს — თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ პრესრელიზში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჰადრუტში სამხედრო ნაწილის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, რომელზეც იგივე ქანდაკება იყო გამოსახული. პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Azvision-ის ცნობით, ძეგლი, სახელწოდებით "რკინის მუშტი", ჰადრუთში 2021 წლის ივნისში დაიდგა.
აზერბაიჯანსა და ირანს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული არასტაბილური ურთიერთობების მიუხედავად გაიმართა, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს ირანში ეთნიკური აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი უმცირესობის არსებობა, ასევე უფრო ფართო გეოპოლიტიკური ფაქტორები, როგორიცაა აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირები ისრაელთან და ირანის თბილი ურთიერთობები სომხეთთან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები