ზვიად რატიანი: მზია ამაღლობელმა “პირადი რისკის ფასად გვიჩვენა მაგალითი, რომელსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ
ფოტო: პუბლიკა
"რას ნიშნავს ქართულ კულტურაში, როცა ქალი სილას აწნის კაცს?" — გამოცემა "ბათუმელების" კითხვას პოეტი ზვიად რატიანი პასუხობს.
მისი თქმით, მზია ამაღლობელმა “პირადი რისკის ფასად გვიჩვენა მაგალითი, რომელსაც ჩვენ, დამცირებულმა საზოგადოებამ უნდა მივბაძოთ: ბოლოს და ბოლოს გადაგვევსოს მოთმინების უძირო ფიალა და სილა გავაწნათ რეჟიმს, რომელიც გვგუდავს”.
"არც კი ვიცი, რამდენად დროული და ზნეობრივია ამ ამბის კულტურულ თუ ისტორიულ საწინდრებზე საუბარი, ვიდრე მზია ამაღლობელი საპყრობილეშია, თუმცა თავად ამბავი — თუკი ემოციებს დროებით გავთიშავთ – მართლაც არის არქეტიპული.
დიდი ანგარიშით არც ის შეურაცხყოფა, რომელიც მას მიაყენეს, არ მიემართებოდა მხოლოდ ერთ ადამიანს და არც მისი რეაქცია იყო მხოლოდ ერთი ვიგინდარასთვის გაცემული საკადრისი პასუხი. ერთ მხარეს იყო რეჟიმი და მეორე მხარეს ხალხი, საზოგადოება.
რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, ძალიანაც ლოგიკურია, რომ მისთვის საზოგადოება, პირველ რიგში, სწორედ ნათელ და გამბედავ ქალთან ასოცირდება, ხოლო რეჟიმის სახედ ერთი ახალგაზრდა, თუმცა უკვე გადაგვარებული კაცი მოგვევლინა, რომლის ერთადერთი დამსახურებაც, რის გამოც სრულიად შეუსაბამო თანამდებობაზე განამწესეს, მისი სიხარბე, სისასტიკე და, რაც მთავარია, უგუნურობაა: ის ვერ ხვდება, რომ ნებისმიერი რეჟიმი სწორედ მისნაირ მალფუჭებად კაცუნებზე დგას, რომლებსაც ყველაფერს აკადრებინებს და შემდეგ, როცა აღარ დაჭირდება, ადვილად მოისვრის, რადგან იმდენი ექნებათ დაშავებული, კრინტის დაძვრასაც ვეღარ გაბედავენ.
მზია ამაღლობელისაგან განსხვავებით, პოლიციელ დგებუაძის მსგავსი უღირსებო შემსრულებლების ნაკლებობა არასდროს ყოფილა და რეჟიმისთვის მათი პერიოდული ჩანაცვლება არათუ იოლი, აუცილებელიც კია.
მართლა იმ სტიკერის გაკვრის გამო რომ გაესამართლებინათ მზია ამაღლობელი, ესეც კი ნაკლებად უღირსი საქციელი იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც აკეთებენ: ჯანღონით სავსე ვაჟბატონები წყება-წყება შედიან სასამართლოს დარბაზში და შეწითლებულ ყვრიმალზე ვიშვიშებენ.
ასეთებს ისევ გაწნული სილა თუ აუწითლებს ლოყებს, თორემ სირცხვილის გრძნობა მათთვის უცნობია.
ერთხელ დავწერე, რომ დღეს საქართველო მზია ამაღლობელია და პირიქით, და ეს არ იყო ლიტონი ლირიკა. მან, ისედაც და მანამდეც მისაბაძმა ადამიანმა, პირადი რისკის ფასად გვიჩვენა მაგალითი, რომელსაც ჩვენ, დამცირებულმა საზოგადოებამ უნდა მივბაძოთ: ბოლოს და ბოლოს გადაგვევსოს მოთმინების უძირო ფიალა და სილა გავაწნათ რეჟიმს, რომელიც გვგუდავს.
სულ მცირე, ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და არამარტო დასავლურ კულტურებში სილის გაწვნა არა ძალადობრივ, არამედ სიმბოლურ აქტად ითვლებოდა; ეს იყო ღირსეული პასუხი შელახული ღირსების გამო, რომლის ფიზიკური ზიანიც, მორალურისგან განსხვავებით, უმნიშვნელოა: მაქსიმუმ, ლოყის სიწითლე და სუსტი ტკივილი. მეტიც, სილის გაწვნაზე მყისიერი პასუხიც სიმდაბლედ ითვლებოდა. ამას შეიძლება დუელიც კი მოჰყოლოდა, მაგრამ არც დუელი გულისხმობს მხოლოდ ცალმხრივ ანგარიშსწორებას, რადგან შანსები, თუნდაც მხოლოდ თეორიულად, თანაბარია.
სწორედ ამ სიმბოლურობის გამო დამკვიდრდა „სილის გაწვნა“ იდიომატურ ნაირთქმად ქართულ და კიდევ უამრავ ენაში, თორემ იგივე წარმატებით ვიტყოდით "ტყვია დაახალა", "წიხლი ჩასცხო", "ტაფა ჩაარტყა“"…
გასაგებია, რომ დუელების დრო წარსულს ჩაბარდა და თანამედროვე სამყაროში სხვა წესებია, მაგრამ სილის გაწვნის სიმბოლური არსი, მაქსიმუმ, ასეთივე სიმბოლურ სასჯელს უნდა გულისხმობდეს და არა ადამიანის საჩვენებელ, რიტუალურ ნგრევას.
არადა არ ტყდება. არცერთი პატიმარი არ გამტყდარა. ისინი თავთავიანთი მაგალითით აძლიერებენ ერთმანეთს და ყველანი ერთად — ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ გარეთ ვართ და არ გვაქვს უფლება, არ ვიბრძოლოთ მათი და საქართველოს თავისუფლებისთვის, რაც დღეს სწორედაც რომ ერთი და იგივეა.
გარდა მოწინააღმდეგეების დასჯისა და ამით სხვების დაშინებისა, დარწმუნებული ვარ, რეჟიმის უმთავრესი მიზანი საჭიროების შემთხვევაში ტყვეებით ვაჭრობაა. გაყიდული და გამყიდველი ივანიშვილისთვის ბარიგობა ყველაზე ორგანული, ბუნებრივი რეფლექსია.
ის საგარეო ბაზარზე სამშობლოს ყიდის, შიდა მოხმარებისთვის კი ტყვეები ჰყავს შემონახული და მხოლოდ იმას ელოდება, როდის მიაღწევს უმაღლეს ნიშნულს მათი საბაზრო ფასი.
არ არსებობს ერთი კონკრეტული განცდა, რომელიც მზია ამაღლობელზე და კიდევ ათეულობით პოლიტ-მძევალზე ფიქრისას გვეუფლება, ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთვის და ჩვენს ნაცვლად სხედან ციხეებში. უფრო განცდების ნაზავია, ბევრი რთული და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განცდების აბლაბუდა, და თუ მათგან რომელიმეს გამოვყოფდი, ალბათ ამათ: სირცხვილს და იმედს.
ჩვენი ვალია, კი არ გავექცეთ, პირიქით, მაგრად ჩავეჭიდოთ ენერგიის ამ ორ წყაროს და ვაქციოთ საერთო ძალად, ქარიშხლად, გნებავთ — სილად, რომელსაც გავაწნით რეჟიმს", — ამბობს ზვიად რატიანი.
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები