საბავშვო ევროვიზია 2025 თბილისში ჩატარდება
ხანგრძლივი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაადასტურა, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წელს საქართველო უმასპინძლებს. 2025 წლის საბავშვო ევროფესტივალი თბილისში გაიმართება 13 დეკემბერს.
საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. საერთაშორისო სიმღერის კონკურსი ჩვენს ქვეყანაში პირველად 2017 წელს ჩატარდა.
"ერთი სული გვაქვს, როდის დავბრუნდებით საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც საბავშვო ევროვიზიისადმი განსაკუთრებული შემართებით გამოირჩევა", — აცხადებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ხელმძღვანელი, მარტინ გრინი, — "საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე შოუს შექმნა შეუძლია და ეს გვაძლევს რწმენას, რომ წელს იქნება გამორჩეული კონკურსი, რომელიც მონაწილეებსა და მაყურებელს დაუვიწყარი მოგონებებით აავსებს".
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ საბავშვო ევროვიზიის განმეორებით მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია.
"ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და ვაპირებთ, აქამდე არნახულად მასშტაბური და საინტერესო შოუ შემოგთავაზოთ", — აღნიშნავს ბერძენიშვილი, — "მოუთმენლად ველოდებით, როდის ვუმასპინძლებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ფანებს მთელი მსოფლიოდან და როდის გავუზიარებთ მათ ჩვენს მდიდარ კულტურას, მემკვიდრეობასა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციას".
ფოტო: Corinne Cumming / EBU
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გასულ წელს სწორედ საქართველო გახდა. ჩვენს ქვეყანას რეკორდული მეოთხე გამარჯვება 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოუტანა, გიგა კუხიანიძის სიმღერით დედას. ანდრიას გამოსვლა 16 მონაწილე ქვეყნიდან 12-მა უმაღლესი ქულით შეაფასა. გამარჯვებიდან მალევე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომდევნო ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
2025 წლის საბავშვო ევროვიზიის შესახებ სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობი რჩება — მათ შორის, ის, თუ კონკრეტულად სად გაიმართება ღონისძიება. 2017 წელს კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა.
ამ დროისათვის, წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობის სურვილი 10-მა ქვეყანამ გამოთქვა. მათ შორისაა კონკურსის პირველი გამარჯვებული, ხორვატია, რომელიც ევროვიზია ჯუნიორს ხანგრძლივი, 11-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
კომენტარები