პუტინთან დაახლოებულმა ქართველმა ბიზნესმენმა, მიხეილ ხუბუტიამ მეგობარი ქალი დაჭრა
პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა და მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ხუბუტიამ, ყოფილ მეგობარი ქალი სცემა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მათი ცნობით, ხუბუტიამ ქალს ორივე ფეხი მოტეხა, როდესაც მათ ქალიშვილს მეზობელ ოთახში ეძინა. ის ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში ჩავიდა, სადაც ჩაის სახლის "ვან ჩაის" მფლობელი იულია ვანი ცხოვრობს. მათ ურთიერთობა 2024 წლის დეკემბრამდე ჰქონდათ. წყვილს შვილიც ჰყავთ. მას შემდეგ, რაც ვანმა ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა, ხუბუტიამ მისი მუქარა დაიწყო.
ქალის ნათესავების თქმით, ხუბუტია ვანს ქალიშვილის წართმევით, მთელი ქონების კონფისკაციითა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებით დაემუქრა. პარასკევს, 25 აპრილს, ღამით, ის იულიასთან მივიდა, სახლში შეიჭრა და თავს დაესხა. ქალმა დახმარებისთვის ძიძას დაურეკა, რომელმაც პოლიცია და ვანის ნათესავები გამოიძახა, წერს რუსული მედია.
როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, ხუბუტია უკვე წასული იყო. ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ყოფილმა მინისტრმა თავდასხმის დროს ჩაქუჩი ან ნაჯახი გამოიყენა.
მომხდარის შესახებ იულია ვანი ინსტაგრამზე ჰყვება:
"მან მცემა, სულ სისხლში ვარ. მიშა, მიხეილ ხუბუტიამ მცემა, ის ნაჯახით მოვიდა და მცემა. ხელები სულ დაჭრილი მაქვს.
გუშინ ღამით იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა. დაახლოებით 23:00 საათზე, მიხეილ ხუბუტია ნაჯახით შემოიჭრა ჩემს სახლში, კიდურებში დამჭრა და თავში დამარტყა. ამ დროს ჩვენ ქალიშვილსა და ძიძას მეზობელ ოთახში ეძინათ.
2018 წლიდან ურთიერთობაში ვიყავით, გვყავს საერთო ქალიშვილი, 2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც ის განუწყვეტლივ მემუქრებოდა, რომ ბავშვს წამართმევდა, ყველა ქონებას ჩამომართმევდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამომკეტავდა, არაერთხელ მიმეორებდა, რომ ბავშვი არ სჭირდებოდა და ჩემს პირად ნივთებს ამტვრევდა. ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობებზე ნაკერი დამადეს," — აცხადებს იულია ვანი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები