შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

15 Apr. 2025, 11:06

"ცალკე გამოსაყოფია, მელიას დაკავება-არდაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა.

კითხვისგან რამდენჯერმე გაქცევის შემდეგ, მან ჯერ ვერ გაიხსენა, შეხვდა თუ არა რომელიმე ელჩს;

შემდეგ გაიხსენა, რომ შეხვდა, მაგრამ ვერ გაიხსენა რა საკითხზე;

შემდეგ გაიხსენა, რომ მელიას საკითხზე, მაგრამ ასე მითხრეს, დასაჭერია და დაიჭირეო. (ამ ბოლო ტყუილს ვინ დაიჯერებს, მაგრამ ამ ტყუილით ყოფილი ელჩი რომ დამატებით სკანდალში გახვია, ეს ცალკე საკითხია)

მართლაც საცოდავი სანახავი იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება.

და რატომ იყო ის ასე დაძაბული ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე და მისგან გაქცევას ცდილობდა?

როდესაც ის უჩინარ კაცზე საუბრობს, სინამდვილეში, დღეს, უკვე ყველამ კარგად გაიგო, ვინ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში, თუ ზოგადად ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უჩინრად ხელის ფათურს. ეს ვამხილეთ ჩვენც და ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამაც.

პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად.

ამ შეთანხმებული მოქმედების ისტორიას არქივი კარგად ინახავს:

18 თებერვალს 10:01 სთ-ზე, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საჯარო განცხადებით ხელისუფლებას კრიმინალთან დიალოგისკენ და დაკავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამ განცხადებიდან 27 წუთში, 10:28 სთ-ზე, გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

ამ ღალატიდან სამ თვეში იყო პარტიის შექმნა, ოთხ თვეში — ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩენა, შვიდ თვეში — სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შემოპარება".

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას "ოცნების" საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"

მეუფე შიო: "დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილს. მეუფლება მწუხარების გრძნობაც და ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული…