სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მიმართა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სიტყვით მიმართა. ონლაინმიმართვისას ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ და მოსახლეობის უწყვეტი ოთხთვიანი პროტესტის შესახებ ისაუბრა, რომლის ძირითადი მოთხოვნები ახალი არჩევნების დანიშვნა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.
ზურაბიშვილმა ბრიტანელ პარლამენტარებთან ასევე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაზე, რომელი განიხილავს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს.
"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კომიტეტის სხდომაზე მოწვევისთვის. რა საკვირველია, ძალიან გამიხარდებოდა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკურად დასწრება, რომელიც უფრო უშუალო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას მომცემდა, თუმცა, ამაში არსებული ვითარება მიშლის ხელს. ვითარება, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს გვთავაზობს. ამ დღეებში, თითქოსდა პარლამენტში მიმდინარე გამოძიებაში არმონაწილეობის გამო, სისხლის სამართლის ბრალდებით პროკურატურაში გამოიძახეს პროევროპული პარტიების წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლად შექმნილი კოორდინაციის პლატფორმაში შედიან.
ეს ძალიან ნათლად წარმოაჩენს პოლიტიკურ ბრძოლას — საპროტესტო მოძრაობას, სადაც ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება, მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიები და მათ ლიდერები უპირისპირდებიან რეჟიმს.
თუ პროტესტის საწყისს დავუბრუნდებით და უბრალოდ ვითარებას აღვწერთ, დავინახავთ, რომ გასული წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდა არჩევნები. როგორ ჩატარდა ის, ყველასთვის და მათ შორის, ყველა სადამკვირვებლო მისიისთვის სრულიად ნათელი იყო. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დეტალი იკვეთება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ფართომასშტაბიანი და კარგად ორგანიზებული მანიპულაციის ოპერაცია, რომელიც აშკარად რუსეთისა და რუსული მეთოდების შთაგონებით და მხარდაჭერით განხორციელდა. ამ პროცესის შედეგი იყო ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
პარლამენტი შეიკრიბა კონსტიტუციის მოთხოვნების უგულებელყოფით და ძალიან მალე, არჩევნებიდან ერთ თვეში პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ასევე არალეგიტიმურად მიიჩნევა, განაცხადა, რომ აჩერებს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ქვეყნის ევროპულ გზას.
ეს ორივე ფაქტორი, ჯერ არჩევნების მანიპულაცია და გაყალბება და შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის განცხადება, მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი გახდა. ეს პროტესტი დღემდე გრძელდება.
5 თვეა, რაც ქუჩის პროტესტი გრძელდება, თუ ათვლას დავიწყებთ არჩევნებიდან და ზუსტად 4 თვე, თუ ავითვლით პრემიერის განცხადებიდან. პროტესტი ყოველდღიურია, მაგალითად, გუშინ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს თარიღი თავისი ისტორიული კონტექსტით ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისათვის. 34 წლის წინ საქართველოში გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა აღიარა და მოითხოვა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
პროტესტები გრძელდება. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და მასში საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი მონაწილეობს, რადგან ფაქტობრივად ყველა, ერთგვარად თუ სხვაგვარად, რეპრესიული კანონების ზეწოლის ქვეშაა.
თუ სიტუაციას აღვწერთ, საქმე მხოლოდ არჩევნების მანიპულაციას და ჩვენი ევროპული გზის შეჩერების განცხადებას არ ეხება. ეს ეხება გზას, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და არჩევნების მიხედვით, მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს.
ამ განცხადების შემდეგ, ძალიან სწრაფად გაგრძელდა პროცესი, რომელიც უკვე გასულ წელს დაიწყო, ე.წ. "რუსული კანონის" გამო. ეს არის ზუსტად ის კანონი, რომელიც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად გამოიყენეს.
თუმცა საქართველოში ეს პროცესი წარმოუდგენლად სწრაფად მიმდინარეობს. ფაქტობრივად, თითქმის ყოველ მეორე დღეს ახალი კანონები მიიღება, რომლებიც ასევე, რუსული კანონების ასლია. ამასთან, რეპრესიების მეთოდებიც: ქუჩებში ძალადობა, ადამიანების გატაცება და გაუჩინარება მეტროდან და საკუთარი სახლებიდან და შემდეგ კი მათი პოლიციის განყოფილებასა ან ციხეში აღმოჩენა, ძალიან ჰგავს რუსულს.
აკავებენ ადამიანებს. სხვადასხვა პერიოდში დაკავებულთა რაოდენობა დაახლოებით, 400-ს შეადგენს. დაკავებულები არიან ზოგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, ზოგი კი სისხლის სამართლის ბრალდებით. მიუხედავად ამისა, პროტესტი სრულიად მშვიდობიანია, არც ერთი მოთხოვნა არ გასცდენია მშვიდობიან ჩარჩოებს და არ განხორციელებულა არანაირი ძალადობრივი ქმედება. დაკავებულთაგან დაახლოებით, 50 ადამიანი დღემდე ციხეში იმყოფება და მათ წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის ბრალდებები, რაც სასჯელის ვადას 7-დან 11 წლამდე ზრდის. რეალურად არავინ იცის, რა ჩაიდინეს მათ, მაგრამ ბრალდებები ჯგუფურ ძალადობასა და მსგავს ქმედებებს უკავშირდება.
ზოგიერთ მათგანს ედავებიან ჯგუფურ ძალადობას, ზოგს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვა. არსებობს ბრალდებების სხვადასხვა კვალიფიკაცია, მაგრამ მთლიანობაში, ისინი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებს კრიმინალებად წარმოაჩენს. მათ შორის არიან ახალგაზრდა ხელოვანები და მუსიკოსები. პროტესტის ამ 125 დღის განმავლობაში გადაღებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა ნათლად აჩვენებს, რომ ეს აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია იყო. ამიტომ, ასეთი ბრალდებების დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ისინი მაინც ძალაში რჩება, რადგან საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა ფაქტობრივად აღარ არსებობს."
-
The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში
-
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
-
ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან ირაკლი კობახიძე: როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასევე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
კომენტარები