გიორგი ქურდაძე: ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ კომპანია "ნიუ სეილსის" ანგარიშზე აკუმულირებული 4 მლნ-მდე ლარი მიიტაცეს
მთავარი არხის დირექტორი გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს სადაც წერს, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ ორი კვირის წინ მიიტაცეს მთავარი არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია "ნიუ სეილსის" ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მთავარ არხს აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი. მისივე თქმით, მთლიანობაში მთავარი არხის ვალი 25 მლნ-ს აღემატება.
ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია გიორგი ქურდაძის ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებიან.
გიორგი ქურდაძის განცხადებას სრულად გთავაზოთ:
"ტვ პირველის 18 მარტის ეთერში პოლიტიკაში გარეულმა ვაიტელემენეჯერმა და მთავარი არხის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა: "მთავარ არხზე არ არსებობს არანაირი დავალიანება დღეის მომენტში, არანაირი", რადგან ეს თურმე მისი მორალური ვალდებულება ყოფილა.
ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მთავარ არხს ახლა აღარ აქვს არანაირი დავალიანება, არის დიდი ტყუილი.
მთავარ არხს დღეისათვის კვლავაც აქვს დავალიანებები, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლების ხელფასები, ასევე მომსახურე კომპანიების დავალიანებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი 13 მილიონ ლარზე მეტია. რომ არაფერი ვთქვათ ომეგა ჯგუფის მილიონობით დავალიანებებზე.
მთლიანობაში მთავარი არხის ვალი 25 მლნ-ს აღემატება.
ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ მთავარ არხს, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს მთავარი არხი და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია "ნიუ სეილსის" ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. სარეკლამო კომპანია "ნიუ სეილსი" ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით.
"ნიუ სეილსის" ახალი ფიქციური დამფუძნებელი კობა ნაყოფიას უკრაინელი მძღოლი გახდა. ხოლო ფიქციური დირექტორი — 4 მლნ-მდე თანხის განკარგვის უფლება კი ამ ფიქციურმა პირებმა გადასცეს ნიკა გვარამიას თანაპარტიელსა და მეგობარ ვინმე მაკასარაშვილს.
ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია წლების განმავლობაში ერთად ძარცვავდნენ მთავარ არხს, იტაცებდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას, შედეგად კი მთავარს არხს მილიონობით დავალიანებებს ადებდნენ.
ნიკა გვარამიამ და კობა ნაყოფიამ მიზანმიმართულად დააზარალეს მთავარი არხი, არხის მაყურებელი, თანამშრომლები, სახელმწიფო ბიუჯეტი და მთავარი არხის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომლის გარეშეც მთავარი არხი ვერ შეიქმნებოდა და არ იარსებებდა.
ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე", — წერს გიორგი ქურდაძე.
მეტი მთავარი არხის შესახებ:
15 თებერვლის დილიდან “მთავარი არხის” მაუწყებლობა შეჩერებულია
გიორგი ქურდაძე გაბუნიას თანამდებობიდან გადადგომის რეგისტრაციას ითხოვს
"მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორი: ყველა ტყუილზე ვუპასუხებ შესაბამისი დოკუმენტებით
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები