ეს ჩინური ფილმი ბავშვ დემონზე ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაცია გახდა
ფოტო: Trinity CineAsia
ჩინური ფენტეზი ფილმი ნეჯა 2, რომელიც იანვრის ბოლოს გამოვიდა, სულ ახლახან ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაცია გახდა. $80-მილიონიანი ბიუჯეტით შექმნილმა ანიმაციურმა ფილმმა ჯამში $2 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და ამ ტიტულის მფლობელი Inside Out 2 უკან ჩამოიტოვა.
დასავლეთის აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად უცნობი ნეჯა 2 მე-16 საუკუნის ჩინურ რომანს, ღმერთების ნაბოძვარს, ეფუძნება და ეკრანზე ჩინურ მითოლოგიას აცოცხლებს. ამბის მთავარი გმირი ადამიანების მიერ გაზრდილი ბავშვი დემონი ნეჯაა, რომელიც მეხის დაცემის შედეგად დაშავებული მეგობრის, დრაკონი პრინცის, გადასარჩენად ელექსირის მოპოვებას ცდილობს. ბრძოლის ეპიკურმა სცენებმა და ანიმატორების ნამუშევარმა ჩინური აუდიტორია ისე დააინტერესა, რომ ანიმაცია ქვეყნის კინოისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა.
ნეჯა შინაარსით განსხვავდება იმ პატრიოტული ფილმებისგან, რომელთა სიჭარბეც ჩინურ კინოინდუსტრიაში ბოლო წლებში შეიმჩნევა. მაგალითისთვის, ნეჯას შემდეგ კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმი, ბრძოლა ჩანჯინის ტბასთან, კორეის ომში ჩინელი ჯარისკაცების ამერიკელებთან დაპირისპირებაზე ჰყვება, თავად ნამუშევარი კი მმართველი კომუნისტური პარტიის დაფინანსებულია. ჩინელ ჯარისკაცებზეა გადაღებული ქვეყანაში მესამე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმიც, მგელი მეომარი 2.
ფოტო: CMC Pictures / Courtesy Everett Collection
ჩინელი კინოკრიტიკოსი იუ იაკინი ამბობს, რომ ნეჯას სიუჟეტში ნაჩვენები უსამართლობასთან ბრძოლა და გავლენიან ძალასთან დაპირისპირება მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით — ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონისა და ჩინური საზოგადოებით უკმაყოფილების ფონზე.
"ერთ სცენაში, ნეჯა აცხადებს, ჩემს ბედს ღმერთი კი არა, თავად მე განვკარგავო", — ამბობს იუ, — "ეს ამჟამინდელ სიტუაციასაც შეეფერება, როცა უამრავი ადამიანი სირთულეების წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდა. როცა ქვეყანას არ ულხინს, ხალხი საკუთარ თავზე გადაერთვება ხოლმე".
თუმცა, კინოკრიტიკოსის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინელ მაყურებელს პატრიოტული სულისკვეთების ფილმები აღარ აინტერესებს. მეტიც, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ნეჯაში ანტიამერიკული სიმბოლოებიცაა გაბნეული.
სამშობლოში ასეთი წარმატების მიუხედავად კი, უცნობია, როგორ მიიღებს ნეჯა 2-ს მაყურებელი საზღვარგარეთ. როგორც The Guardian წერს, ფილმს წარმატების შედარებით მეტი შანსი ექნებოდა ტაივანში, რომელსაც ჩინეთთან საზიარო კულტურული ისტორია აქვს. თუმცა, ქვეყანაში შეზღუდულია ჩინური ფილმების რაოდენობა, რომლის ჩვენებაც მოცემულ წელს შეიძლება — ნეჯა 2 კი წლევანდელ ჩამონათვალში არაა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
კომენტარები