მიხეილ სააკაშვილი: მე თქვენთვის საშიშ ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!
"მე თქვენთვის საშიშ ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!", — ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედიდან" ჩართვისას განაცხადა.
"მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათური, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა"უსამართლობის კომბინატმა" და პრაქტიკულად, მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდოდა ხალხისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისთვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, ან სამი პიჯაკის, ერთი ჰალსტუხისა და ერთი პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა საქართველოში ლეგალურად ჩამოსვლის არცერთი გზა არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ავუხსნი. მგონი ასეთი მსოფლიოში არავინაა. ჩვენი ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველო, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა. იმიტომ ვავითარებდით ქალაქებს. რომ დაგვცლოდა, ამაზე ბევრად მაგარი ქვეყანა იქნებოდა საქართველო. ეს პრაქტიკულად განადგურება ვითომ სასამართლო წესით არის იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ყველა ჩემი მომხრე დააშინონ. ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, უთხრან, მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს. მე განსაკუთრებით ცინიკურად მსჯიან და მანადგურებენ ქვეყნის არ ჩაბარებისთვის 2008 წელს, ეს ყველაფერი ამისთვისაა! მსჯიან, აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს! იმისთვის, რომ გავბედე და საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძელი! იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხე! იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიღვწოდი და არა საკუთარი ჯიბისთვის! მე მათთვის საშიში ვარ ციხეში და საშიში ვიქნები მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ უკავშირდება თავისუფლებისთვის და სიკეთისთვის ბრძოლას. ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. ვიბრძვით და ვიმარჯვებთ! ეს არის ერთადერთი გზა.
გავიმეორებ, მე თქვენთვის საშიშ ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას, გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას! ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ ერს. აჰა, გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას თქვენ ვერ ჩაკლავთ! სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! წარმატებები, ჩემო მეგობრებო! ამ ანგარიშსწორებას ჰყავს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან მკაცრი პასუხი. აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ!", — განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლომ 4 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ აღნიშნულ განაჩენს დაუმატა საქალაქო სასამართლოს 12 მარტს მიღებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება და ჯამში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 12 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები