ზელენსკი: მომავალ ორშაბათს ვგეგმავ ვიზიტს საუდის არაბეთში, ჩემი გუნდი იქ ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობისთვის დარჩება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ბრიუსელში გამართულ ევროპის ლიდერების საგანგებო სამიტის შესახებ წერს.
ზელენსკი თქმით, სასარგებლო შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ბელგიის პრემიერმინისტრ ბარტ დე ვევერთან და ავსტრიის კანცლერ შტოკერთან. ზელენსკი წერს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთანაც.
უკრაინის პრეზიდენტმა განცხადებაში ასევე დაადასტურა, რომ დაგეგმილი აქვს საუდის არაბეთში ჩასვლა და მისი გუნდი, სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.
ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან მან "სწრაფი გზით მშვიდობის მიღწევის" გეგმა წარადგინა, რომელიც "ცასა და ზღვაზე მშვიდობაზე" სრულ კონტროლს გულისხმობს. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ეს გეგმა "შავი ზღვის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლის უზრუნველყოფას გულისხმობს".
"წარვადგინე ხედვა იმის შესახებ, რომ სწრაფი გზით მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.
ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვაცნობიერებთ, თუ რა ნაბიჯებია საჭირო ომის შესაჩერებლად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ღირსეული, გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. ახლა შესაბამისი პრაქტიკული წინადადებების მომზადებაზე ვმუშაობთ.
პირველ ეტაპზე, შესაძლებელია სრულად გაკონტროლებული "ცის სიმშვიდის" დამყარება — რაც გულისხმობს რაკეტებისა და შორი მოქმედების დრონების თავდასხმების შეწყვეტას ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, "ზღვის სიმშვიდე", რაც შავი ზღვის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლის უზრუნველყოფას გულისხმობს.
ჩვენ ამ ნაბიჯებს განვიხილავთ, როგორც ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი დარეგულირების დასაწყისს. ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, და უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად ამერიკასა და ევროპასთან ერთად 24/7 რეჟიმში იმუშაოს.
მომავალი კვირის ორშაბათს ვგეგმავ ვიზიტს საუდის არაბეთში მემკვიდრე პრინცთან შეხვედრისთვის. ამის შემდეგ, ჩემი გუნდი საუდის არაბეთში დარჩება ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობისთვის. უკრაინას ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება.
როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარით, უკრაინა მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ კონსტრუქციულად, რათა სწრაფად და საიმედოდ დამყარდეს მშვიდობა," — განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ Fox News-ის ცნობით, 11 მარტს ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადიში მოლაპარაკებებს გამართავენ. ჟურნალისტის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინულ მხარესთან შესახვედრად ჩავლენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი.
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
კომენტარები