ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

5 Mar. 2025, 16:54

ვერ ვიგებ რაზე ვდაობთ ახლა. თქვენი ბრალდების მიხედვით, კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა, ეს არის გაუგებარი.

ახლა მეორე, ჯგუფურობას არ სჭირდება ნაცნობობა და ერთმანეთის ცნობაო. ეს ახალი გამოგონება თუ არის, არ ვიცი. როგორ შეიძლება ჩვენ გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს ერთმანეთთან. ამ გადასარევი ადამიანების ნახევარი გავიცანი პირველ სასამართლოზე, ნახევარი — მეორე სასამართლოზე და რაღაცა ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც "რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ" ისე, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, პლუს სხვადასხვა დღეს გვედავებით... როგორ შეიძლება რომ ეს ჯგუფურად აღვიქვათ?

და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, მინდა ორი სიტყვა ვთქვა ბოლო დროს სხვადასხვა სახით გამოვლენილ დაშინების და შეშინების მცდელობაზე, რაც საქართველოში ხდება. მინდა ვთქვა, რომ ვერავის ვერ შეაშინებთ და თუ ვინმეს ეშინია, ეს შიშიც ძაან ადამიანური რამეა და იმითი ვართ ჩვენ თავისუფლები, რომ ამ შიშებს და სისუსტეებს, რაც ასევე ადამიანურია, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია…