ზურაბ ჩხაიძე: "მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება, რათა თავიდან ავიცილოთ "ხელახალი კვების სინდრომი"
"ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას ე.წ "ხელახალი კვების სინდრომსს" იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასა და სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს", — განაცხადა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მზია ამაღლობელის შიმშილობის შეწყვეტის ფაქტზე ჟურნალისტებთან.
18 თებერვალს, კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე, ნეტგაზეთის რედაქტორმა, ნესტან ცეცხლაძემ მზია ამაღლობელის წერილი წაიკითხა, სადაც ჟურნალისტი წერს, რომ ის შიმშილობას წყვეტს. მოგვიანებით, "ვივამედის" დირექტორმა ჟურნალისტებთან ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჩხაიძეს თქმით, ის მოხარულია, რომ ჟურნალისტმა გაითვალისწინა კლინიკის რჩევები შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია პირველი ორი დღე, რათა ე.წ "ხელახალი კვების სინდრომის" პრევენცია მოხდეს.
"ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელი არის სხვადასხვა ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს ძალიან მისაღები და სასიხარულოა ჩვენთვის.
ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას ე.წ "ხელახალი კვების სინდრომის", იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასა და სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები რაც გამოიწვევს სხვადასხვა ორგანოების უკმარისობებს. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ, კლინიკა და ექიმების გუნდი მზად არის "რეფიდინგის" პროცესი დავიწყოთ პროტოკოლის შესაბამისად.
განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია პირველი ორი დღე, არის სპეციალური მენიუ შემუშავებული, დამტკიცებული პროტოკოლით და შესაბამის მკურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესები. ყოველდღიურად მოხდება მდგომარეობის გადამოწმება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ამ კვლევების საფუძველზე გვექნება სრული ინფორმაცია. საფრთხე ყოველთვის ემუქრება," — განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ასევე იხილეთ:
- "ამ დღეებში ექიმები დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა" — მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს
- გვაძლიერებს მისი ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ მისი და ჩვენი, ყველას თავისუფლებისთვის - ნესტან ცეცხლაძე მზია ამაღლობელის შიმშლობის შეწყვეტაზე
- როცა სხეული "საკუთარ თავს ჭამს": რა ხდება ორგანიზმში ხანგრძლივი შიმშილობის დროს
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები