თამარ ჩერგოლეიშვილი: გიგა არ აპირებს [საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე] მისვლას, ციხეში ჩემი ქმარიც გაძლებს ერთი წელი
ფოტო: თამარ ჩერგოლეიშვილი / Facebook
"გიგა არ აპირებს (საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე) მისვლას და ჩასვან ერთი წლით ციხეში, პროტესტს რა დააკლდება ამით, გიგა ბოკერიას პროტესტია?", — ამის შესახებ ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ივანიშვილის ცირკია, რომელიც იმისთვისაა განკუთვნილი, რომ საზოგადოებას კრიზისიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინონ.
"მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რესურსი, ეს ყველაფერი რეპრესიებით ჩაახშოს, მითუმეტეს, რომ არ ჰყავს პროტესტს ერთი თავი. რა ვიცი, დაიბაროს ზურაბ ჭიაბერაშვილი ან დაიბაროს გიგა ბოკერია. გიგა არ აპირებს (საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე) მისვლას და ჩასვეს ერთი წლით ციხეში, პროტესტს რა დააკლდება ამით, გიგა ბოკერიას პროტესტია? ან ნათია მოგელაძის გამო დგანან? ეს ადამიანები იმიტომ დგანან ქუჩაში, რომ მათ უნდათ რეჟიმის ცვლილება. რეჟიმის ცვლილება არ ენდომებოდათ, რეჟიმს რომ არ გადაეხვია კურსისთვის, სანქციები არ იარსებებდა საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს რომ საკუთარი ამომრჩეველი არ "გადაეგდო". ეს ძალა და ენერგია პროტესტს იმიტომ აქვს და ამდენი ხანი იმიტომ ძლებს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩევლებიც "გადააგდო".
ეს არის ივანიშვილის ცირკი, განკუთვნილია იმისთვის, რომ მათ მიერ შექმნილი კრიზისიდან გადაიტანონ ყურადღება, თითქოს ნაციონალური მოძრაობის შესახებ არის ეს პროცესი, მივიდნენ ისევ იმ გამარჯვების კარტამდე, რაც არის პოლარიზაცია, თითქოს ნაციონალური მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის არის დაპირისპირება და მაგ ხაფანგში შეჰყვეს ვინმე? დაიჭირონ მაშინ, ერთ წლით შეუძლიათ დაჭერა, თუ მანდამდე მივლენ. ამით იმუქრებიან და ლაზარემ თუ გაძლო ციხეში, ჩემი ქმარიც გაძლებს ერთი წელი, ამით პროტესტს არაფერი დააკლდება, ეს მათ ხელში იარაღი აღარ არის, მაშინ უნდა მოჰფრთხილებოდნენ სასჯელს — როცა 50 ადამიანზე მეტი პოლიტიკურ პატიმრობაშია და სრულიად უდანაშაულო ხალხი ციხეშია, საგამოძიებო კომისიაზე უნდა მივიდე, თორემ დამიჭერენო — ამას ვინ გამოიყენებს", — თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 13 თებერვალს დაიწყო. კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის მდივანია.
- ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, მდივანი — სოზარ სუბარი იქნება
- "ოცნების" პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა
- ზურაბ ჭიაბერაშვილი ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები