ზურა ჯიშკარიანი: "საქართველოში, დევნილებზე ღირსება აყრილი და გათელილი სოციალური ჯგუფი არ არსებობს"
12 თებერვალს, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან აქცია — "მოვითხოვთ გამჭვირვალე საბინაო პოლიტიკას" გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა გამჭვირვალე საბინაო პოლიტიკა და ღირსეული პირობები მოითხოვეს. მათი თქმით, დროა მიიღონ ღირსეული პირობები, რასაც საქართველოს მთავრობებისგან 32 წელია ითხოვენ.
მწერალმა, ზურაბ ჯიშკარიანმა, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დევნილთა ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში დევნილებზე "გათელილი და ღირსება აყრილი სოციალური ჯგუფი არ არსებობს".
"ბევრს გონია, რომ დევნილები არის ხალხი, რომელსაც ომი დაემართა. რა მძიმე უნდა იყოს იმის თქმა, რომ ომი იყო ყველაზე მარტივი რამ, რაც ჩვენ დაგვემართა. ომის დროს რაღაცები არის გარკვეული, ჯერ ერთი, იცი რომ, საგანგებო მდგომარეობაა და ყველა საგანგებო მდგომარეობაში ვართ და ვიცით რომ არანორმალური მოვლენები მოხდება. მეორე იცი, რომ მტერი და მოყვარე გყავს გარჩეული, აქეთ ვართ ჩვენ, იქით არიან ისინი და ვჩხუბობთ. იცი, რომ მტერია იქით არის, მოყვარე აქეთ არის.
მაგრამ, ომი, რომ დამთავრდა ამის მერე დევნილები სახლის გარეშე, საშინელ პირობებში, ამაზე ღირსება აყრილი, ამაზე გათელილი სოციალური ჯგუფი საქართველოში, სადაც უამრავი სოციალური ჯგუფი საშინელ მდგომარეობაშია, ამაზე ღირსება აყრილი და გათელილი სოციალური ჯგუფი არ არსებობს. გაიცანით დევნილები და ნახეთ რა პირობებში ცხოვრობენ, არამარტო ფიზიკური და ეკონომიკური პირობები, ეს არის სულიერი მდგომარეობა — ასეთი "დაჩმორებული" სახელმწიფოს მიერ და სხვა ხალხის მიერ.
მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც მეუბნება : “ზურა ვიცნობ დევნილებს, ნათესავები მყავს და ჩემზე კარგად ცხოვრობენ” და ამ ფრაზის საძაგლობას ეს ადამიანი ვერ ხვდება. ესე იგი თუ ვინმე დევნილი კარგად ცხოვრობს, ღმერთმა ხელი მოუმართოს,ესე იგი შეძლო და გააკეთა და იცხოვროს. მაგრამ, შენ, რომ ადარებ აქ თბილისში, ჩემზე კარგად ცხოვრობსო, ესე იგი შენ უკვე მეორე ხარისხოვნად განიხილავ მას, რომ ის თუ შენზე კარგად ცხოვრობს, ესე იგი დააშავა.
მე ვამბობ დევნილებზე “ჩემი ხალხი” — მე პირველად ვგულისხმობ დევნილებს და მერე დანარჩენს საქართველოს, რადგან მე ამ ხალხთან მაკავშირებს ძალიან დიდი საერთო ტკივილის განცდა, რომელიც რატომღაც საქართველოს დანარჩენმა საზოგადოებამ ვერ გაიგო და რატომღაც დღეს ამ სასტიკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ერთმანეთის გრძნობებს და ტკივილს ვერ ვიგებთ, დავცინით.
ვხედავთ ადამიანის შიმშილობას და ვეუბნებით “მოინანიე”. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად ჰგავს ბატონყმობას, აი ბატონყმობაო გადავარდაო, რომ თქვეს, არანაირი ბატონყმობა საქართველოში არ გადავარდნილა," — განაცხადა ზურა ჯიშკარიანმა (სტილის დაცვით)
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები