გიორგი გახარია

1 Feb. 2025, 16:27

ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს.

ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია.

თავისუფლება რეჟიმის მძევლებს! 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია საპოლიციო ძალების მიერ პოლიტიკური აქტივისტების სახლებში ჩხრეკებს და მათ დაკავებებს ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო

97 წლის ქალმა თავისივე გინესის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და კვლავ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი "ფრთაზე მოსიარულე" ქალი…