საერთაშორისო გამჭვირვალობა: ამერიკული სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა, რამდენიმე დღეში, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რადგან სანქციის დაწესების მიზეზი გახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, ივანიშვილების ოჯახმა თადარიგი დაიჭირა.
"მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს "ატუ ჰოლდინგი" სს "ტერა", სს "ლუსოლი" და სს "ჯი სი ეფ საქართველო". ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ.
გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან.
29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა)." — წერია ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა მიიჩნევს, რომ მაღალი ალბათობით, კომპანიების გადაფორმების დროს, ივანიშვილების ოჯახი სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესდა ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. "ოფშორული კანონით".
მათივე ინფორმაციით, გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ. ჯამში ამ კომპანიების განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს.
"ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდგომი მოქმედებები
31 დეკემბერი 2024: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა.
22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს "ფინსერვის XXI". 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს "ატუ ჰოლდინგს".
28 იანვარს "ატუ ჰოლდინგს" ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს "ინტერ კონსალტინგ +", შპს "ქართუ მშენებელი" და შპს "ქართუ მენეჯმენტი".
31 დეკემბერი 2024: შპს "ტერა", რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს "ტერამ" ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა:
შპს "სანაპიროს ხედი"
შპს "ახალი კაპიტალი"
შპს "ინვესტ კაპიტალი"
შპს "ქართუ კონსალტინგი"
შპს "აბასთუმანი 2019"
შპს "ბლექ სი არენა"
შპს "ჯეოფერტ"
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:
სს "ქართული აგრო სახლი": კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 2,700,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 684,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს "გრინჰაუს ჰოლდინგი".
სს "გეოაგრო": კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 40,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 31,608,130 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს "აგრო ჰოლდინგი".
სს "გალერია თბილისი": კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 68,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 17,000,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს "გალერია ჰოლდინგი".
სს "სიშორ": კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 20,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 5,817,000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს "რიზორთ ჰოლდინგი".
20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს "ლუსოლი".
27 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს "ჯი სი ეფ საქართველო".
28 იანვარი 2025: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს "ქართული ჰოლდინგი", რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32,087,800 ლარს.
20 იანვარს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის, მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ აშშ-ს მიერ პირადად ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქცია რეალურად მის ოჯახის წევრებსაც შეეხო – შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა ივანიშვილების ოჯახს ანგარიშები გაუყინა – რის გამოც ის ჩივილს აპირებს.", — წერია ინფორმაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" აგრძელებს დაკვირვებას ბიძინა ივანიშვილი კომპანიებზე, თუ როგორ ცდილობს ის სანქციებისგან თავის დაცვას.
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
კომენტარები