საია: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ კაციას ციხეში საკვებით არ უზრუნველყოფენ, მისი ბარათით კი სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნიკა კაციას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, მოახდინოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე.
"საჯარო წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობენ. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს, როგორც ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა დასჯის მიზნით არათუ საკვების მიცემაზე უარის თქმა, არამედ მათი კალორიულობის შემცირებაც კი. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.
ამასთან, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოახდინოს დანაშაულის, გამოვლენა აღკვეთა და პრევენცია, აგრეთვე იმგვარად განახორციელოს ბრალდებულ/მსჯავრდადებულთა ტრანსპორტირება და განთავსება, რომ ისინი არ დაექვემდებარონ სხვა ბრალდებულ/მსჯავრდადებულთაგან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პენიტენციური სამსახური ვალდებულია თავიდან აიცილოს ძალადობის ან სხვა ტიპის რეპრესიის მაპროვოცირებელი გარემოებები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების პარალელურად დააკავეს. საქართველოს პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში სდებს ბრალს.
2025 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნიკოლოზ კაციას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა. ნიკოლოზ კაციას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ნინო თარაშვილმა კვლავ ძალაში დატოვა.
საია აკვირდება სასამართლოში ნიკოლოზ კაციას მიმართ მიმდინარე საქმის განხილვას და იმას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.
მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ნიკოლოზ კაციას მიმართ პატიმრობის აღსრულება მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირება, დროულად შეისწავლოს და ეფექტიანად გამოიძიოს საქმე", — აღნიშნულია განცხადებაში.
ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავებიან, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. კაციას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები