აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად — SJC შეწყალებაზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს 613 მსჯავრდადებულების შეწყალების ფაქტს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდადებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწრო-პარტიული ინტერესებით გამოიყენა.
SJC წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება "აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრო-სახელისუფლებო მოქმედებებისთვის".
"შეწყალების აქტი უნდა პასუხობდეს პოლიტიკის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ბაზისურ პრინციპებს და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა სამუშაო პროცესით, ვისი ჩართულობით მოხდა შესაწყალებელი პირების საქმეების განხილვა. რაც მთავარია, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირები არიან შეწყალებული. სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არაა ხელმისაწვდომი. ასევე უცნობია, რა მოცულობის მასალა დამუშავდა, დადებითი პასუხის პარალელურად, რამდენ მსჯავრდადებულს ეთქვა უარი შეწყალებაზე და რა იყო ამ მექანიზმის ასეთი სიჭარბით გამოყენების თუნდაც ზოგადი არგუმენტაცია.
საგულისხმოა ისიც, რომ 613 მსჯავრდადებულის შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ყაველაშვილმა მხოლოდ ამ რაოდენობის საქმე განიხილა. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მან ყველა შესული განცხადება დადებითად დააკმაყოფილა. შესაბამისად, კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით.
გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება, ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად. შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ოცნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 პატიმარი შეიწყალა. ყაველაშვილი პოსტში, რომელიც შეწყალების გამოცემასთან დაკავშირებით დაწერა, არ ახსენებს, თუ რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს შეეხო შეწყალება.
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
კომენტარები