"დიდი შვიდეული": სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულ შეთანხმებას
"დიდი შვიდეულის" ლიდერები, ისრაელსა და "ჰამასს" შორის, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ "ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რომელსაც აქვს პოტენციალი უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება".
"ჩვენ, “დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რომელსაც აქვს პოტენციალი უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება", — წერია განცხადებაში.
ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სასწრაფოდ არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გზის გახსნა. ისინი მოუწოდებენ დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილება და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული მუშაკების დაცვა.
"მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, კატარს და შეერთებულ შტატებს ამ მოლაპარაკებების შუამავლობაში დაუღალავი ძალისხმევისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყონ მისი სრული განხორციელება და საომარი მოქმედებების მუდმივი დასრულება", — აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში "დიდი შვიდეულის" ლიდერები მოუწოდებენ ირანს და მის მოკავშირეებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან თავი შეიკავონ.
"მოვუწოდებთ ირანს და მის მარიონეტებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან. ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი ამ საფრთხეების ფონზე", — აღნიშნულია განცხადებაში.
მასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით მოგვარებას.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტამდე მიდის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები იცხოვრებენ გვერდიგვერდ მშვიდობით, ღირსებითა და უსაფრთხოებით“, — აღნიშნულია განცხადებაში.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა ნიკა მელიას მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი მიმართვის გამო 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე გაორმაგებული ინტერნეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები