რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ხომ იცოდი რომ ასე იქნებოდაო?! კი, ვიცოდი — გიგა სოფრომაძემ 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისის მერია დატოვა
ფოტო: გიგა სოფრომაძე / FB
თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიგა სოფრომაძე, რომელიც სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ თითქმის 8-წლიანი მუშაობის შემდეგ თბილისის მერია დატოვა. ის მადლობას უხდის ყველას, ვისთანაც შშმ პირების პრობლემებისა და გადაჭრის გზებზე უთანამშრომლია. მადლობას უხდის ასევე მშობლებს, რომლებსაც, რისკების გაცნობიერების მიუხედავად, "ერთხელ არ უსაყვედურიათ მისთვის, როცა გულწრფელ პროტესტს გამოხატავდა".
გიგა სოფრომაძის მიერ გავრცელებულ ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ეს დღეც დადგა, რომ თითქმის 8-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე თბილისის მერია.
არ მინდა ეს ტექსტი ვრცელი და სხვადასხვა ამბების გახსენებით იყოს დატვირთული, ამიტომ ძირითად აქცენტს მადლობაზე გავაკეთებ.
ჩემი მუშაობის განმავლობაში თითქმის არ ყოფილა მერიის სამსახური, გამგეობა, სსიპ, ააიპ, შპს და ა.შ.. რომელთა ყველა რანგის თანამშრომელთანაც არ მქონია შეხება და რომლებთანაც არ მისაუბრია შშმ პირთა პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე...
თქვენი სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ მათში ბევრი ისეთი ხარვეზია, რომლის გამოსწორებაც საქმის სიყვარულს, გულისხმიერებასა და გონიერებას უფრო მოითხოვს, ვიდრე ფინანსურ რესურსს...
მადლობა თქვენ, ყველა ღიმილიანი გამარჯობისა და ნახვამდისთვის. თქვენთან მუშაობა და მეგობრობა დიდი გამოცდილება და ფასეულობაა ჩემთვის, რასაც არასოდეს დავივიწყებ...
აქვე არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩემს მშობლებს, რომლებიც ხედავდნენ ყველა იმ რიკს, რაც ჩემს გულწრფელ პროტესტსა და საკუთარი და მეგობრების ღირსების დაცვას უკავშირდებოდა...
მიუხედავად იმისა, რომ 29-ე წელია ქირით ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელფასი ორივე მათგანის ერთად აღებულ ხელფასზე მეტი იყო, მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ერთხელ არ უთქვამთ რომ გავჩერებულიყავი, ერთხელ არ უთქვამთ რომ ეშინოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც ეტყობოდათ... მათგან სულ მესმის, რომ ღირსება და ნათქვამი სიტყვის ფასი უმთავრესია.
მადლობა ჩემს მასწავლებლებს და განსაკუთრებით დამრიგებელს, რომელმაც პირველმა დამანახა აზრის, სიტყვისა და კალმის ძალა... არ მავიწყდება ის ღონისძიება და ჩემთვის მოცემული სიტყვა, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას მივუძღვენით... არ მავიწყდება იმ ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ განვითარებული და ჭეშმარიტად ღირსეული საქართველო უნდოდათ...
ჩემი ამბის გახმაურების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ხომ იცოდი რომ ასე იქნებოდაო?! კი, ვიცოდი, და?
მათაც იცოდნენ რომ დახვრეტდნენ, ან გადაასახლებდნენ, მაგრამ დღეს, მხოლოდ დახვრეტილების უკვდავ ღირსებას ვუყურებთ და ვადიდებთ და თითქმის არაფერი ვიცით შემსრულებლების ლაქებიან სიცოცხლეზე...
ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი რომ შემხვდით და თვალს ვერ მისწორებდით, აღარაფერს ვამბობ გამარჯობის ვერთქმაზე, დაფიქრდით, რატომ ხდება ასე? ან ასეთი ცხოვრება გინდოდათ საკუთარი თავისთვის?
არ ინერვიულოთ, დახვეტა და გადასახლება აკრძალულია, ამიტომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, ისევ ისე, ღიმილით მოგესალმებით და გულწრფელად გკითხავთ, როგორ ხართ?!
ყოველთვის მიგულეთ თქვენი ადამიანობისა და ღირსების გვერდით.
ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ განათლებულ, განვითარებულ, ძლიერ და ევროპულ საქართველოში", — წერს გიგა სოფრომაძე.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიგა სოფრომაძე სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, 25 დეკემბერს გაათავისუფლეს. 27 დეკემბერს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მერიიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებიათ.
31 დეკემბერს მან სოციალურ ქსელში საქართველოს უსინათლო კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე ჟღენტის "დასმენის წერილს" გამოაქვეყნა, რომელიც მან კახა კალაძის სახელზე დაწერა და რომლის საფუძველზეც მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა.
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები