EFCSN Meta-ს CEO-ს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ "ცალსახად მცდარს უწოდებს"
ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი" წერს, რომ Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამა საქართველოში ისევ გრძელდება. მარკ ცუკერბერგის განცხადება პროგრამის მოდიფიცირების შესახებ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეხება.
რაც შეეხება Meta-ს დამფუძნებლის განცხადების შეფასებით ნაწილს, ამ თემაზე ამომწურავი კომენტარი გააკეთა „ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა“ (EFCSN). "მითების დეტექტორი" წერს, რომ ისინი სრულად იზიარებენ ამ განცხადების შინაარსს და დასძენენ, რომ ფაქტების გადამოწმების პრაქტიკა ევროპასა და, შესაბამისად, საქართველოში კვლავაც გრძელდება.
"ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი“ (EFCSN) ამერიკის შეერთებულ შტატებში Meta-ს დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულებით იმედგაცრუებულია და გმობს განცხადებებს, რომლებიც ფაქტების გადამოწმებას ცენზურას უკავშირებს", — ამის შესახებ EFCSN-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მითების დეტექტორი აქვეყნებს.
EFCSN წერს, რომ ცუკერბერგის განცხადება იმის შესახებ, რომ "ფაქტების გადამმოწმებლები პოლიტიკურად ზედმეტად მიკერძოებულნი იყვნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს", ცალსახად მცდარია. მათივე თქმით, ფაქტების გადამმოწმებლები ექვემდებარებიან მიუკერძოებელი გაშუქების, გამჭვირვალობის, სანდოობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს ჟურნალისტურ სტანდარტებს.
რაც შეეხება დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამის ალტერნატივად შემოთავაზებულ საზოგადოებრივი შენიშვნის (Community Notes) მოდელს, მათი თქმით, მასაც ასევე გააჩნია სისუსტეები. "აღნიშნული მოდელი ყალბი მტკიცებების წინააღმდეგ საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როდესაც ის სათანადო ექსპერტიზასა და ფაქტების გადამოწმების პროცესს ეფუძნება. 2024 წლის აშშ-ის არჩევნების კონტექსტში, Poynter-მა აღმოაჩინა, რომ X-ის Community Notes-ს, საარჩევნო დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, საუკეთესო შემთხვევაში, უკიდურესად მინიმალური ეფექტი ჰქონდა", — ნათქვამია განცხადებაში.
EFCSN-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი“ (EFCSN) იმედგაცრუებულია Meta-ს დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულებით, რომელიც "დაიწყება ამერიკის შეერთებული შტატებით" და მკაცრად გმობს მისი აღმასრულებელი დირექტორის განცხადებებს, რომლებიც ფაქტების გადამოწმებას ცენზურასთან აკავშირებს.
"ეს უფრო მეტად პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯს ჰგავს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის კონტექსტში გადაიდგა, ვიდრე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას", – აცხადებს კლარა ხიმენეზ კრუზი, EFCSN-ის თავმჯდომარე. EFCSN მოუწოდებს ევროკავშირს, მტკიცედ დადგეს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის წინაშე და ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებზე მისინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მცდელობები არ შეაფერხოს.
ფაქტების გადამოწმება არ არის ცენზურა, მეტიც, ფაქტების გადამოწმება საჯარო დებატებს ამდიდრებს, მოქალაქეებს აწვდის დამატებით კონტექსტსა და ფაქტებს, რათა მათ საკუთარი აზრი თავად ჩამოიყალიბონ. დროთა განმავლობაში, დადასტურდა, რომ ფაქტების გადამოწმება ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური საშუალებაა. ფაქტების გადამოწმების ცენზურასთან გაიგივება მცდარი და დამაზიანებელი მტკიცებაა. ფაქტების გადამმოწმებლები არავის "აცენზურებენ". EFCSN-ის წევრი ორგანიზაციები პოტენციურად მცდარ ინფორმაციას იკვლევენ და შესაბამის მტკიცებულებებს აქვეყნებენ. ყოველთვის Meta-ს გადასაწყვეტი იყო და არა ჩვენი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო იმ მასალასთან მიმართებით, რომელსაც ფაქტების გადამმოწმებლები ნიშნავენ.
EFCSN კატეგორიულად არ ეთანხმება Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის, მიერ ფაქტების გადამმოწმებლებისა და ჟურნალისტების დახასიათებას. პროგრამის დასრულების გასამართლებლად ცუკერბერგი ამბობს: "ფაქტების გადამმოწმებლები პოლიტიკურად ზედმეტად მიკერძოებულნი იყვნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს". ეს ცალსახად მცდარია. ფაქტების გადამმოწმებლები ექვემდებარებიან მიუკერძოებელი გაშუქების, გამჭვირვალობის, სანდოობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს ჟურნალისტურ სტანდარტებს. ორგანიზაციები, როგორიცაა EFCSN, იცავენ ამ სტანდარტებს დამოუკიდებლად ჩატარებული აუდიტის მეშვეობით. ფაქტების გადამოწმების ცენზურასთან დაკავშირება განსაკუთრებით საზიანოა, ვინაიდან ასეთი ცრუ მტკიცებები ფაქტების გადამმოწმებლების შევიწროებისა და თავდასხმის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ამ მტკიცებების მხარდაჭერა არსებულ არასახარბიელო სიტუაციას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ფაქტების გადამმოწმებლებზე მთელ მსოფლიოში, მხოლოდ გაამწვავებს.
2025 წელს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში არჩევნები ტარდება. პლატფორმები, რომლებიც უკან იხევენ მისინფორმაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მავნე (განსაკუთრებით უცხოურ) აქტორებს საშუალებას აძლევენ და პოტენციურად იწვევენ მათ არჩევნებში ჩასარევად. განსაკუთრებით ევროკავშირი უნდა იდგეს მტკიცედ საკუთარი კანონების აღსრულებისას, თუნდაც სხვა ქვეყნების ზეწოლის პირობებში.
განცხადებაში Meta-მ ფაქტებით გადამოწმებული დეზინფორმაციის მონიშვნის სისტემა გაუთანაბრა ცენზურას და განაცხადა, რომ "პროგრამა, რომელიც გამიზნული იყო ინფორმირებისთვის, ზედმეტად ხშირად ცენზურის იარაღად იქცა". ეს კი რეალურად იმის საწინააღმდეგოა, რასაც მონიშვნის სისტემა გულისხმობს. დეზინფორმაციაზე არსებული მონიშვნები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თავად მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რომელ მასალასთან შევიდნენ ინტერაქციაში და რომელი გააზიარონ. რეალურად, გასულ წელს, 2024 წლის ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებამდე, Meta-მ მონიშვნის სისტემის ეფექტურობას გაუსვა ხაზი და განაცხადა: "მაგალითად, 2023 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ევროკავშირში Facebook-სა და Instagram-ზე ნანახია 68 მილიონზე მეტი ისეთი მასალა, რომლებსაც ფაქტების გადამოწმების მონიშვნა ჰქონდა. მაშინ, როდესაც პოსტზე ფაქტების გადამოწმების მონიშვნაა განთავსებული, ადამიანების 95% მას არ ხსნის".
Meta წარსულშიც მოიხსენიებდა დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამას, როგორც წარმატებულსა და მომხმარებლებისთვის მომგებიანს და აცხადებდა: "ჩვენ ვიცით, რომ ეს პროგრამა მუშაობს და ხალხი ხედავს ეკრანებზე იმ გამაფრთხილებელი ნიშნების ღირებულებას, რომლებსაც მასალაზე ფაქტების გადამმოწმებელი პარტნიორის შეფასების შემდეგ ვიყენებთ”. უახლეს პრესრელიზში კი Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მიუთითებს "ძალიან ბევრ შეცდომასა და ძალიან ბევრ ცენზურაზე"; მაგრამ თავად Meta-ს მიერ მომზადებული DSA გამჭვირვალობის უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ ფაქტების გადამოწმების მონიშვნის გამო დაქვეითებული მასალის მხოლოდ 3,15% იყო შეცდომით მონიშნული, რაც საჩივრების შედეგად გამოვლინდა.
დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების პროგრამის ალტერნატივად შემოთავაზებულ საზოგადოებრივი შენიშვნის (Community Notes) მოდელს ასევე გააჩნია სისუსტეები. აღნიშნული მოდელი ყალბი მტკიცებების წინააღმდეგ საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როდესაც ის სათანადო ექსპერტიზასა და ფაქტების გადამოწმების პროცესს ეფუძნება. 2024 წლის აშშ-ის არჩევნების კონტექსტში, Poynter-მა აღმოაჩინა, რომ X-ის Community Notes-ს, საარჩევნო დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, საუკეთესო შემთხვევაში, უკიდურესად მინიმალური ეფექტი ჰქონდა. კიდევ ერთი კვლევისას, EFCSN-ის წევრმა ორგანიზაციამ Science Feedback აღმოაჩინა, რომ X-ზე (ყოფილი Twitter) იმ კონტენტის უმეტესობას, რომელიც ფაქტების გადამმოწმებელმა ცრუდ ან შეცდომაში შემყვანად მიიჩნია, მოდერაციის თვალსაჩინო ნიშნები არ ჰქონდა.
"ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი" აერთიანებს ფაქტების გადამმოწმებელ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ქსელის კოდექსში ასახულ დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ჟურნალისტური ხარისხის სტანდარტებს. ევროპის მასშტაბით, 50-ზე მეტი ვერიფიცირებული წევრით, EFCSN ევროპელი ფაქტების გადამმოწმებლების ხმაა, — ნათქვამია განცხადებაში.
-
მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
-
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
-
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
-
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
გადახედვა
-
9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე 9-თვიანი ვადა გასდით სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ პარტიები ან რამე ახალი მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს — თამარ ჩერგოლეიშვილი "ფედერალისტების" აკრძალვაზე
გადახედვა
-
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
-
"ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" წევრობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
-
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია? ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
-
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
გადახედვა
-
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
-
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა
-
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
გადახედვა
-
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
გადახედვა
-
იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
-
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა ისრაელი ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
-
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
-
მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მოძრაობა "ხმა" უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ? რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
კომენტარები