"როდესმე, აქედან რო გამოვალ — გიპასუხებთ რა შეკერეს და რა გამოაცხვეს" — უჩა აბაშიძე პოსტს აქვეყნებს
ფოტო: რადიო თავისუფლება
"ვერ და არ ვუპასუხებ, მხოლოდ, კითხვებს საქმის დეტალებზე. როდესმე, აქედან რო გამოვალ — გიპასუხებთ რა შეკერეს და რა გამოაცხვეს. მარა მხოლოდ მას მერე — რაც სამართლის — სამართლობა აღდგება, შერჩევითი აღარ იქნება, დამნაშავე პოლიციელს, ომონელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს — დავსჯით და აი მერე — მე ვალი მაქვს პასუხები გაგცეთ", — ამის შესახებ ვკითხულობთ პოსტში, რომელიც უჩა აბაშიძის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა (სტილი დაცულია).
5 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ბლოგერი წერს, რომ საჯარო აქტიურობას აპირებს და მის მიერ ციხიდან გამოგზავნილ ტექსტებს დედამისი ფეისბუკგვერდზე Shuashsti/შუაშისტი აქვეყნებს.
"თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ესე იგი დედაჩემი და ადვოკატები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ — რო ჩემი public აქტივობა — საქმეს ვეღარ დააზარალებს. ალილუიაჰ!", — წერს უჩა აბაშიძე (სტილი დაცულია).
ბლოგერის წერს, რომ მისი პირადი ცხოვრება "მოუწესრიგებელი ქაოსია" და იმ ქაოსში მას და მის ცოლს, მარიამ იაშვილს "რაღაც შტერულ გადაცდომას ედავებიან".
"ვერ და არ ვუპასუხებ, მხოლოდ, კითხვებს საქმის დეტალებზე. ნუ ტრეფიკინგი და შანტაჟი/მუქარა რო ტყუილებია გესმით იმედია. მაგას არც მედავებიან. როდესმე, აქედან რო გამოვალ - გიპასუხებთ რა შეკერეს და რა გამოაცხვეს. მარა მხოლომ მას მერე — რაც სამართლის — სამართლობა აღდგება, შერჩევითი აღარ იქნება, დამნაშავე პოლიციელს, ომონელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს — დავსჯით და აი მერე — მე ვალი მაქვს პასუხები გაგცეთ. მანამდე უნდა მენდოთ — რო ჩემი პირადი ცხოვრება, უდავოდ, მოუწესრიგებელი ქაოსია, და მაგ ქაოსში მე და მარიამს გვედავებიან რაღაც შტერულ გადაცდომას", — წერს უჩა აბაშიძე. (სტილი დაცულია).
უჩა აბაშიძის თქმით, ახლა გამხნევება და მხარდაჭერა რეჟიმის პატიმრებს უფრო სჭირდებათ, რადგან პატიმრობის პირველი თვეები ყველაზე რთულია.
"ამ ეტაპზე ანდროს და სხვა ახლებს უფრო უჭირთ - პირველი 3 თვე ყველაზე მძიმეა აქ რა, მერე ეჩვევი და აღარც გახსოვს, როგორია "გარეთ". მანამდე ძალიან გჭამს შიგნიდან ეს შებოჭილი "გდება" და ვერაფრის კეთება. მითუმეტეს - როცა ვინც შენ დაგატყვევა, ნამდვილი მოძალადე კანონდამრღვევები თვითონ არიან, ოფიციალურად "ჰამასის ტყვედ" გრძნობ თავს. მოკლედ, ამ ბიჭებს ახლა ძალიან სჭირდებათ თქვენი გამხნევება. ყველა თქვენი ყურადღება მათ ძალას მატებს — trust me", — წერს უჩა აბაშიძე.
უჩა აბაშიძე 2024 წლის 9 მაისს, მაშინ დააკავეს, როცა დედაქალაქში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იმართებოდა. 11 მაისს დააკავეს მისი ცოლი — მარიამ იაშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, ორივე მათგანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით წარედგინა.
უჩა აბაშიძის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სამხედრო ბლოგერი ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლია. მის საქმეში არის არაერთი დარღვევა, რაც გამოძიების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები