ჯო უილსონი

31 Dec. 2024, 00:11

რადიო თავისუფლება [ვაჟა თავბერიძე]: სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ხომ ასეა?

კონგრესმენი უილსონი: დიახ, ნამდვილად. მე მას ვიწვევ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.


*ვაჟა თავბერიძე უილსონს ჩაეკითხა "ქართული ოცნების" ბრალდებების შესახებაც, "ოცნების" წარმომადგენლებმა კონგრესმენის ბოლოდროინდელი განცხადებები "ანაზღაურების სანაცვლოდ გაკეთებულ განცხადებებად" შეაფასეს;

აღნიშნულ ბრალდებას რესპუბლიკელი კონგრესმენი შემდეგი სიტყვებით პასუხობს:

"აბსოლუტური სიცრუეა. რომ ვიღებდე ანაზღაურებას, ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ფინანსურ ანგარიშგებებში – და იქ არაფერია. ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ სრულიად გულწრფელია და ამას ჩემი თბილისში ვიზიტებიც ადასტურებს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი - ეს არ არის სიმართლე. მე არ მჭირდება ანაზღაურება თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ეს ჩემი ოცნება და იმედია – თავისუფლება და დემოკრატია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რასაც უკვე ათწლეულებია მხარს ვუჭერ. ჩემი პრინციპები დაფუძნებულია იდეალებზე და არა ფინანსურ მოტივებზე."

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ კონგრესმენს ჰკითხა, რა სტატუსით იწვევს სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური…