საქართველოს მოქალაქეები ინტერნეტში ყველაზე ხშირად აზარტულ თამაშებს ეძებენ — Alpaca კვლევას აქვეყნებს
SEO სააგენტო ალპაკამ 2024 წლის პოპულარული საძიებო სიტყვების დეტალური მიმოხილვა კატეგორიების მიხედვით გამოაქვეყნა. რა აინტერესებდა და რას ეძებდა ქართველი მომხმარებელი ინტერნეტში 2024 წელს?
მოთხოვნა აზარტულ თამაშებზე
2024 წლის მონაცემების მიხედვით, ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების ძიების პრიორიტეტებში წამყვან პოზიციებს Google-ის სერვისები, განსაკუთრებით Translate და საძიებო სისტემა Google ინარჩუნებს.
მიუხედავად ამისა, გასული 12 თვის მონაცემების ანალიზი აჩვენებს საინტერესო სურათს ინტერნეტ მომხმარებლების ძიების პრიორიტეტების შესახებ. კერძოდ, კვლევის თანახმად, ეს აისახება სათამაშო პლატფორმების დომინანტურ პოზიციებზე — ექვსი წამყვანი სათამაშო პორტალის: Adjarabet, Crystalbet, Betlive, Crocobet, Liderbet, Europebet ჯამური ძიების მაჩვენებელი სხვა პოპულარული სერვისების, მათ შორის Google Translate-სა და ამინდის პროგნოზის ჯამურ მაჩვენებლებს არ ჩამოუვარდება.
2024 წლის ყველაზე ხშირად მოძიებული 25 სიტყვიდან 6 სწორედ აზარტული თამაშების ინდუსტრიაზე მოდის.
კვლევის ამ ნაწილს სააგენტო აჯამებს და აღნიშნავს, რომ სტატისტიკა საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. ონლაინ-კაზინოების მაღალი პოპულარობა, შესაძლოა, პირდაპირ მიუთითებდეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა მომატებულ რაოდენობაზე — რაც, თავის მხრივ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის ანარეკლია: მოქალაქეები, ხშირად ახალგაზრდები, სწრაფად გამდიდრებისა და ფინანსური პრობლემებისათვის თავის დაღწევის გზად აზარტულ თამაშებს მოიაზრებენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტი, რომ საგანმანათლებლო რესურსებისა და პროდუქტიული სერვისების ძიება მნიშვნელოვნად ჩამორჩება სათამაშო პლატფორმების პოპულარობას.
ეს მონაცემები ასევე წარმოაჩენს აზარტული თამაშების რეგულირების და საზოგადოების ფინანსური განათლების გაუმჯობესების აუცილებლობას. როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად ეძებს აზარტულ სათამაშო პლატფორმებს, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს არა მხოლოდ გართობის სურვილზე, არამედ პოტენციურად შესაძლოა დაკავშირებული იყოს სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან.
ბიზნესი და ფინანსები
Alpaca-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის მონაცემები აჩვენებს ციფრული პლატფორმების მზარდ მნიშვნელობას ბიზნეს სექტორში. TikTok-ის დომინანტური პოზიცია და მასთან დაკავშირებული სერვისების (download, downloader) ძებნის მაღალი მაჩვენებლები ბიზნეს კომუნიკაციებში სოციალური მედია მარკეტინგის გაძლიერებულ როლზე მიუთითებს.
საბანკო სექტორის წარმომადგენლებიდან ტოპ 25 საძიებო სიტყვაში ორი უმსხვილესი ქართული ბანკი მოხვდა. Google Trends-ის მონაცემებით, წლის განმავლობაში საძიებო სიტყვა "tbc" კატეგორიაში მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო "saqartvelos banki" — მეოთხეს, რაც მიუთითებს მომხმარებლების მაღალ ინტერესზე საბანკო სერვისების მიმართ.
საქართველოს ფინანსურ სივრცეში ყველაზე მეტად საძიებო თემები კვლავ სავალუტო კურსებთან და საბანკო მომსახურებასთან არის დაკავშირებული.
მომხმარებლები ძალიან ხშირად ეძებენ აშშ დოლარის კურსთან დაკავშირებულ მონაცემებს სხვადასხვა ვარიაციით. ასევე, საბანკო სექტორიდან გამოსარჩევია Liberty Bank-ის და Rico Credit-ის სერვისებისადმი მაღალი ინტერესი, რაც სწრაფი სესხებისა და ფინანსური პროდუქტების აქტუალობაზე მეტყველებს — იზრდება სწრაფი სესხის კალკულატორებისა და ფინანსური გაანგარიშებების საძიებო აქტიურობა.
რუსულენოვანი ძიების რაოდენობის ზრდა
Alpaca-ს კვლევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას გამოყოფს:
"ქართულ Google-ში რუსულენოვანი ძიებების მკვეთრი ზრდაა შესამჩნევი. ეს პირდაპირ მიუთითებს საქართველოში რუსულენოვანი აუდიტორიის რაოდენობრივ ზრდაზე, რაც მიგრაციული პროცესების და გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში საინტერესო სოციალურ ტენდენციას წარმოადგენს", — ვკითხულობთ კვლევაში.
ასევე, Google-ის შემდეგ Yandex მაღალ პოზიციას იკავებს, რაც, ბუნებრივია, შესაძლოა მიუთითებდეს რუსულენოვანი აუდიტორიის მნიშვნელოვან წილზე საქართველოში.
მკვლევრები აფრთხილებენ მკითხველს Yandex-ის გამოყენების საფრთხეების შესახებაც: აღნიშნული პლატფორმა შესაძლოა წარმოადგენდეს კიბერუსაფრთხოების რისკს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან არსებობს პერსონალური მონაცემების გაჟონვის რეალური საშიშროება.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები