აფგან სადიგოვი: რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი
მივესალმები საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს, რომლებიც მუდმივად მხარში მედგნენ, ავლენენ სიმამაცეს, გამძლეობას და ნებისყოფას, მადლობას ვუხდი და მეც მხარს ვუჭერ მათ, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ.
სადიგოვი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, საპროტესტო ტალღას და მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს ეხმაურება. მისი თქმით, "რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი", — წერს სადიგოვი.
"ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკი და მძიმე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, საპოლიციო ძალები დაუნდობლად ეპყრობოდნენ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტების ნაწილი სასტიკად ნაცემია, ნაწილი კი ძვლების მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებში გადაყვანილი.
მივესალმები საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს, რომლებიც მუდმივად მხარში მიდგნენ, ავლენენ სიმამაცეს, გამძლეობას და ნებისყოფას, მადლობას ვუხდი და მეც მხარს ვუჭერ მათ.
გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ მედიას, ჟურნალისტებს!
გაუმარჯოს დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარულ მოქალაქეებს!
რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაც აპირებს გახდეს იმ დიქტატორთა გაერთიანების წევრი (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელარუსი, ჩრ. კორეა და მისთანები), რომელიც კაცობრიობის მტერია და მიისწრაფვის მათკენ.
აზერბაიჯანში კი პოლიტიკური ვითარება გაცილებით მძიმეა. ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. 20 წელზე მეტია, რაც ილჰამ ალიევის ხელისუფლება კრიმინალური, კორუმპირებული, მკვლელი, მექრთამე ჩინოვნიკებისგან შემდგარი გუნდით ძარცვავს სახელმწიფო ბიუჯეტს, ავიწროებს და ჩაგრავს ხალხს, სასტიკად ემუქრება პოლიტიკური პარტიების წევრებს, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს და აძლიერებს მათ წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს პროცესები დღეს კულმინაციამდეა მისული აზერბაიჯანში.
რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, აზერბაიჯანში ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობისა და გამოძიების გამო, მე და ჩემი ოჯახი მუდმივად ვიმყოფებოდით უმძიმესი დევნისა და მუქარების ქვეშ. ჩვენი ოჯახის ღირსებით გვაშანტაჟებდნენ, მცირეწლოვანი შვილების მოკვლით გვემუქრებოდნენ. ჩემს ოჯახს, რომელიც ახლა თბილისში იმყოფება, დღემდე ემუქრებიან და დევნიან, მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
სწორედ აზერბაიჯანის დიქტატორის დაკვეთით ვარ საქართველოში დაპატიმრებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით 2-ჯერ გრძელვადიანი, 3 ჯერ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვიყავი და რამდენიმე წელი ვცხოვრობდი, როგორც პოლიტპატიმარი.
ძირს დიქტატურა!
არა რეპრესიებს!
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!"
აფგან სადიგოვი.
საქართველო, თბილისის ციხე", — წერს სადიგოვი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს და 21 სექტემბრიდან შიმშილობს. 1-ელ ნოემბერს სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, 3 თებერვლამდე გაგრძელდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. როგორც პროკურორმა განაცხადა, ის კვლავ იძებნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მას პროფესიული საქმიანობის გამოყენებით ადამიანის საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება მოხდება
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები