მათზე წნეხი განხორციელდა — კობახიძე რუმინეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო უწყების განცხადებებზე
"მათზე წნეხი განხორციელდა, იმ პოზიციის უკან წაღება მოუწიათ, რაც დააფიქსირეს საბჭოზე", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძე რუმინეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო უწყების განცხადებებზე კომენტირებისას ბრიფინგზე თქვა.
ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა 17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას — უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთს და რუმინეთს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიციის დაცვისთვის. მოგვიანებით, კი სამმა მათგანმა — რუმინეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო უწყებებმა გააკეთეს განცხადებები, სადაც კობახიძეს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაში დასდეს ბრალი.
კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა სანქციების წინააღმდეგ წავიდა და ამ ქვეყნებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. მისივე თქმით, გუშინ გაკეთებული განცხადება სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა.
"ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები. მე გუშინ გავაკეთე განცხადება, 5 ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან სამი ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მათ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა აზრადაც არ გაუვლიათ. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, მე არ მიხსენებია სამწუხაროდ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგსაც ეკუთვნის როგორც ჩანს მადლობა, თუ არ უარყოფენ საკუთარ ამ პოზიციას. მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის. კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია გვქონდა — მაგალითად, რომ ავიღოთ რუმინეთი, არის რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი იოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი, ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ, თუმცა, მერე ვნახეთ, რომ რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა. ეს არავის უკვირს, თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად, მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მან განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო, აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. თან სრულიად განუსაზღვრელი საბაბით. საუბარი იყო იმაზე, რომ ტვიტერში დაფიქსირებული გარკვეული აქტივობები ქმნიდა აღქმას, რომ გარე ჩარევის ფონზე ჩატარდა რუმინეთში არჩევნები. ანუ, პირდაპირ გავრცელდა მუქარა მეთიუ მილერის მხრიდან და მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინეთში მთლიანად, რადიკალურად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ამ ფონზე არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებით. იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, საჯარო წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, რომ ამასაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს საბჭოს სხდომაზე", — განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 დეკემბერს, ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას — უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთს და რუმინეთს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიციის დაცვისთვის. რუმინეთის, ესპანეთისა და იტალიის საგარეო უწყებებმა მოგვიანებით გააკეთეს განცხადებები, სადაც კობახიძეს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაში დასდეს ბრალი.
ამავე თემაზე:
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
კომენტარები