რაინიე ვან ლანშოტი

რაინიე ვან ლანშოტი

17 Dec. 2024, 17:54

პარტია ქართული ოცნება რუსულ კოშმარად გადაიქცა. ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოჰპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილია და მათ ნამდვილი სახე აჩვენეს. სახე, რომელიც ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რუსული ჩაგვრის სახე.

მოსახლეობის 7% ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე გამოდის. გასულ ხუთშაბათს ამ აქციების მონაწილეებთან ერთად გავიარე და ისინი ახალ არჩევნებს ითხოვენ. ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა არა მისი ხელისუფლების, არამედ ხალხის გამო და ეს ხალხი დღეს ჩვენგან მოქმედებას ელის, მაშ როგორ დავეხმაროთ მათ?! სანქციები დავუწესოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე აინტერესებთ, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის სხვა დამცველები, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც ლეგიტიმური იქნება. როგორც ერთმა დემონსტრანტმა მითხრა, საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  2. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  3. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  4. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  5. IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ