კახა კალაძე: ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს
ფოტო: Kakha kaladze FB
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობებს გადატვირთავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
"არ ვიცი, უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს. ასეთი განცხადებები, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იგივე ხდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ხალხი რეალობას ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის. როდესაც თუნდაც ევროპიდან თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია, ეს მოცემულობად უნდა მიიღო, რაც აზიანებს და ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს, ევროპას და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.
ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ვიცით მეგობრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი", — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს აშშ-ის მხრიდან მსგავს განცხადებებს და დამოკიდებულებას.
"რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობით. ჩვენ ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს", — აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას პირადად არის თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქცირებულთა სიაში, კახა კალაძის თქმით, მასთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამერიკაში მოგზაურობის სურვილი ამ ეტაპზე არ აქვს.
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
კომენტარები