ხარისხი და გულწრფელობა — აზიური გემოების მრავალფეროვნება KADO-ში
ფოტო: Bolt food
Bolt Food რჩეული გემოების სერიით დაბრუნდა და ამჯერად კადოს ისტორიას აცნობს აუდიტორიას.
აზიური სამზარეულო თავისი მრავალფეროვანი კერძებით, გემოებითა და არომატებით ქართველმა გურმანებმა დიდი ხანია, შეიყვარეს. აზიური კერძების მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ კადოს ერთხელ გასინჯვა საკმარისია იმისთვის, რომ კერძის გემო სამუდამოდ დაგამახსოვრდეს. სწორედ უგემრიელესი კადოებით გაითქვა სახელი ნაფარეულის 3ა-ში მდებარე აზიურმა რესტორანმა კადომ, რომლის შესახებაც მის წარმომადგენელსა და მზარეულს, ზურა ჭინჭარაშვილს გავესაუბრეთ.
ზურა გვიყვება, რომ კადოს გახსნის იდეა მის ერთ-ერთ ძმას სულ შემთხვევით გაუჩნდა, როცა მეგობრების შეკრებისას როლის ნაცვლად კადო მოამზადა. კერძის გემო ყველას იმდენად მოეწონა, რომ მალე იდეას ხორცი შეესხა და აზიური კერძების რესტორნად გადაიქცა.
კადო გურმანებმა 2018 წელს გაიცნეს. პანდემიის გამო რესტორანი დროებით დახურული იყო, თუმცა ამ წლის მარტში კადომ სტუმრების მასპინძლობა ახალი სივრცით, განახლებული მენიუთი და უცვლელი ენთუზიაზმით გააგრძელა.
კადო, როლები, სუში, საშიმი, ლაფშა — კადოში საყვარელ კერძს ნებისმიერი გემოვნების სტუმარი მარტივად იპოვის. რესტორანს უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რადგან კადოში სისუფთავე და ხარისხი უმნიშვნელოვანესია.
ფოტო: Bolt Food
“ჩვენთვის პრიორიტეტი ხარისხია. პირადად ჩემთვის ორი რაღაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი: სისუფთავე და ხარისხი. პირველ ადგილზე სისუფთავეს ვაყენებ. შეიძლება ობიექტი არ მუშაობდეს ხარისხზე, მაგრამ სისუფთავის შენარჩუნებას წინ არაფერი არ უდგას“, — ამბობს ზურა.
ზურა იმასაც დასძენს, რომ მომხმარებელთან ურთიერთობაში გულწრფელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სარესტორნო სფეროს სხვა წარმომადგენლებსაც ურჩევს, სტუმრები არასდროს არ მოატყუონ.
“არასდროს არ მოატყუოთ მომხმარებელი. კერძებს მე თვითონ ვამზადებ და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ადამიანი, რომელიც კერძებს განდობს, არ უნდა დააღალატო. ჩემთვის არ ვიმზადებ ისე გულით, როგორც მომხმარებელს ვუკეთებ საჭმელს“, — გვიმხელს ზურა.
როგორც ყველა რესტორნისთვის, კადოსთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ მათი კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს. სწორედ ამიტომ თანამშრომლობს კადო Bolt Food-თან:
“Bolt Food ჩემთვის ყველაზე მოწესრიგებული კომპანიაა. ყველანაირად გვიწყობენ ხელს, რომ მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი კერძები.“
რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, კადოში იმედი აქვთ, რომ მალე მათი კერძების დაუვიწყარ გემოს მომხმარებლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც გაიცნობენ და შეიყვარებენ.
რჩეული გემოების სერიის რესტორნებს Bolt Food-ის აპლიკაციაში შეხვდებით. გადმოწერეთ აპლიკაცია და დააგემოვნეთ ქალაქის განსაკუთრებული კერძები.
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
კომენტარები