ფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა"
ფოტო: OC-Media
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც ნახსენებია კონსტიტუციაში, მოიაზრებს, რომ "სომხეთის რესპუბლიკა ვერ იარსებებს".
გასულ კვირას, 14 ნოემბერს, ფაშინიანმა თქვა რომ ის "საშინელ დასკვნამდე" მივიდა — სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მოაზრებულია, რომ "სომხეთის რესპუბლიკა ვერ იარსებებს".
დეკლარაცია ნახსენებია კონსტიტუციის პრეამბულაში. აზერბაიჯანის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განმეორებით განაცხადეს, რომ სომხეთის კონსტიტუცია შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ, რაც გაცხადებულია დეკლარაციაში.
სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოეწერა 1990 წლის აგვისტოში, შეიცავს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და მთიანი ყარაბაღის საბჭოს საერთო გადაწყვეტილებას "სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და ყარაბაღის მთიანი რეგიონის გაერთიანებაზე".
ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ზე რამდენიმე სერიად დაპოსტა დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესახებ, სადაც მან ასევე ბრალი დასდო აზერბაიჯანის კონსტიტუციას, რომელიც ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს დაახლოებით სომხეთის ტერიტორიის 60%-ზე.
თუმცა, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი არ აპირებს იმის მოთხოვნას, რომ აზერბაჯანმა შეცვალოს თავისი კონსტიტუცია, იმიტომ რომ, ეს მშვიდობის პროცესს ჩიხში შეიყვანდა და "არცერთ მხარეს არ შეუძლია გამოიყენოს შიდა კანონმდებლობა, როგორც გამართლება მის მიერ ამ შეთანხმების შეუსრულებლობისათვის".
იმავე დღეს, ფაშინიანს არ გამოურიცხავს, რომ სომხეთმა კონსტიტუციის შესწორება მოითხოვოს "თუ კონსტიტუციური სასამართლო გადაწყვეტს, რომ მშვიდობის შეთანხმების შესახებ ტექსტი არ შეესაბამება კონსტიტუციას".
იანვარში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის პოლიტიკა დაფუძნებული იქნება მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოსა და სომხეთის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე ყარაბაღის და სომხეთის გაერთიანების შესახებ, "ჩვენ არასდროს გვექნება მშვიდობა. მეტიც, ეს ნიშნავს რომ გვექნება ომი".
პარასკევს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სარგის ხანდანიანმა, ფაშინიანის განცხადებას მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ეს დოკუმენტი მიღებულია 1990 წელს, მაშინ როდესაც არ არსებობდა დამოუკიდებელი სომხეთი, მაგრამ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში გამოხატული ხედვა ასახავს სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას ძალიან არარეალისტურად, ამიტომ მე ვიზიარებ ამ მიდგომას", — თქვა მან.
რეგიონული კომუნიკაციები და სამშვიდობო მოლაპარაკებები
სამშაბათს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა კომენტარი გააკეთა რეგიონული ტრანზიტული გზების გახსნაზე, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილზე. მან აღნიშნა, რომ ეს არაა ახალი მოვლენა და სომხეთმა უნდა განბლოკოს აზერბაიჯანთან დაკავშირებული გზები მისი ნახიჩევანის ექსკლავთან, როგორც 9 ნოემბრის განცხადების ნაწილი, რომელმაც დაასრულა მეორე მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომი.
"სამ წელზე მეტი ხნის განხილვის შემდეგ, ჩვენ გვჯერა, რომ ტერმინი „მიღწეული შეთანხმება“ გარკვეულწილად დაგვიანებულია", — ასე უპასუხა ბაირამოვმა ფაშინიანის განცხადებას გზების გახსნის რეზოლუციის მიღწევის შესახებ.
"ეს შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა მიღწეულიყო. თუ ჯერ კიდევ არ არის ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი, თუ სომხეთს ჯერ არ დაუწყია მუშაობა ამ მიმართულებით, მაშინ ჯერ კიდევ არის რაღაც საკითხები ღია. აზერბაიჯანში მუშაობა სწრაფად პროგრესირებს მის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით და ინფრასტრუქტურა მალე სომხეთის საზღვრებს მიაღწევს", — განაცხადა ბაირამოვმა.
მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე UN COP29-ის სამიტზეა ფოკუსირებული, აქედან გამომდინარე "დეკემბრამდე ფიზიკური შეხვედრა წარმოუდგენელია".
"დეკემბერი ან იანვარი სხვა საქმეა. ამაზე ჯერ არ არის რაიმე კონკრეტული შეთანხმება. ფიზიკური შეხვედრის მიღმა, დოკუმენტზე მუშაობა გრძელდება და ეს მუშაობა ჯერ არ შეჩერებულა".
კვირას, 17 ნოემბერს, ალიევმა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრ, ავგუსტ პფლაგერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სომხეთის პოლიტიკა მილიტარიზაციაზე და შეიარაღების გაზრდაზე "საფრთხეა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის კონსტიტუციაში არსებული ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის იყოს მიტოვებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი ცვალებადი ფერები და უცვლელი ესთეტიკა — ჩემი თვალით დანახული სვანეთი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა სანიტარს, რომელმაც ბათუმის საავადმყოფოს საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან Reuters: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური და ექვსი სასულიერო პირი სასამართლოს წინაშე წარდგებიან
გადახედვა
-
სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა სუს-მა მარნეულში ტექინსპექტირების გაყალბების ფაქტზე 3 პირი დააკავა
გადახედვა
-
ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა ქუთაისში ავტო გალერის ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
-
თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ თამარ იოსელიანი: აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ
გადახედვა
-
რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები რა უნდა გაითვალისწინოთ CHEVENING-ის აპლიკაციის შევსების პროცესში — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ხუნდაძის რჩევები
-
მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს
-
თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ თბილისის აეროპორტში ირანის სამი მოქალაქე დააკავეს — ისინი საზღვრის ყალბი საბუთებით გადაკვეთას ცდილობდნენ
გადახედვა
-
"საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება "საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო გიგა ავალიანის მკვლელებს" — ეკა კუპატაძე ნ.ი-სა და ა.ბ-ს დაკავებას ეხმაურება
გადახედვა
-
საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი საგანძურის მარათონში ახალი თვე დაიწყო — ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
-
სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს სხვების ფოტოები დაამონტაჟა და პორნოგრაფიული შინაარსით გაავრცელა — თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
გადახედვა
-
ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება
გადახედვა
კომენტარები