თინა ბოკუჩავა

26 Oct. 2024, 11:33

მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ მომავალს, ჩემი შვილებისთვის..და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის,ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში მოსვლის კოალიციური ძალების, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად უმოკლეს ვადებში შეიყვანს ევროკავშირში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი.

ეს, ალბათ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელთ უპყრია ქვეყნის გადარჩენის გასაღები. დღეს საარჩევნო ბიულეტენი არის ყველაზე ძლიერი, ძვირფასი იარაღი თითოეული საქართველოს მოქალაქის ხელში ქვეყნის გადასარჩენად, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყნის გადარჩენის შანს და გასაღებს საარჩევნო ბიულეტენის სახით გამოიყენებს და აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას.

ოპოზიციის მიმართ მოწოდებების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების სხვა წევრები უკვე ნელ-ნელა შეეგუონ, რამდენიმე საათში, მათი ოპოზიციაში გადასვლის რეალობას, რომელიც აუცილებლად დადგება. ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, როდესაც ისინი გადაინაცვლებენ ოპოზიციაში, ხოლო ხელისუფლებაში მოვლენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დააბრუნებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა. ეს არის არის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნება, რომ საქართველო არ იყოს საერთაშორისო იზოლაციაში და ნაცვლად ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  3. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ