6 ცნობილი მწერალი, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს
მწერლობა იოლი საქმე როდია - ზოგიერთი იტყვის, მწერლებს რა ენაღვლებათო. დაჯდებიან, რასაც ფიქრობენ, რასაც განიცდიან, ოსტატურად გადმოსცემენ, წიგნად დაბეჭდავენ და იმავე წრეზე მიდიანო. სინამდვილეში, მწერლები გაცილებით უფრო მძაფრად და ემოციურად აღიქვამენ რეალობას, რომელშიც ყოველდღიურად, შვიდი მილიარდი ადამიანი, რულეტკის ბურთივით წრეზე ვტრიალებთ. ალბათ ამის გამოა, რომ მწერლებში თვითმკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.
1. ჯეკ ლონდონი
ყველასათვის ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თავგადასავლებით სავსე სიცოცხლეს, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით გამოესალმა. მისი გარდაცვალების ზუსტი დეტალები უცნობია. იგი ძალიან მძიმედ იყო დაავადებული, რამაც მის მოღვაწეობას მძიმე დაღი დაასვა.
ჯეკ ლონდონი ხშირად მოგზაურობდა და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, როდესაც გემით წყნარ ოკეანეში გადაადგილდებოდა, ტროპიკული დაავადებით დაავადდა. მტანჯველი ტკივილის დასამარცხებლად, მწერალი ხშირად იყენებდა ოპიუმს, ჰეროინს და სხვა საშუალებებს, რამაც საბოლოოდ ღვიძლის დაშლამდე მიიყვანა.
ამის შემდეგ, ჯეკ ლონდონის ნაშრომებში თვითმკლელობის თემა და მასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან აქტუალური გახდა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ მან ტკივილებთან გამკლავება ვეღარ შეძლო და თავი მოიკლა.
2. შტეფან ცვაიგი
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და წარმატებულმა მწერალმა სიცოცხლე, მეუღლესთან ერთად, სუიციდით დაასრულა. ცვაიგის ცხოვრება თავგადასავლებითა და დაბრკოლებებით იყო აღსავსე.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ავსტრიელი მწერალი ღიად იყო დაპირისპირებული ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან, რის გამოც იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. პირველად, ცვაიგი და მისი მეორე მეუღლე ინგლისში გადაბარგდნენ, ხოლო მოგვიანებით, აშშ-ში წავიდნენ. იქ ორი თვის განმავლობაში იელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში საპატიო სტუმრის სტატუსით ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში სახლი იქირავეს.
1940 წელს ცვაიგი და მისი მეუღლე ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გადაბარგდნენ. ამ დროს ცვაიგს მწვავე დეპრესია აწუხებდა. მწერალი ევროპის ბედით ძლიერ იყო შეწუხებული და მშობლიური კერა ენატრებოდა. ამის შესახებ ის მის მეგობარსა და მწერალს, ჯულის რომეინს, პირად წერილებშიც წერდა.
1942 წლის 22 თებერვალს ცვაიგმა და მისმა მეუღლემ თვითმკვლელობა გადაწყვიტეს და ბარბიტურატის აბები გადაყლაპეს. მათი სხეული რიო დე ჟანეიროში, მათ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ცვაიგსა და მის მეუღლეს ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული.
თვითმკვლელობამდე დატოვებულ ჩანაწერებში, შტეფან ცვაიგი წერდა: "ყოველდღე ვსწავლობდი, როგორ მყვარებოდა ჩემი ქვეყანა უფრო და უფრო მძაფრად. ვერასოდეს შევეგუები დედამიწის უცხო წერტილში ახალი ცხოვრების დაწყებას მაშინ, როცა ჩემი მშობლიური ენის სამყარო ჩაიძირა, ჩემმა სულიერმა სამშობოლომ, ევროპამ, კი - თავი გაინადგურა"
3. ვირჯინია ვულფი
ვირჯინია ვულფის ცხოვრება ცალკე ყურადღებას იმსახურებს. ბოლო ნამუშევრის დასრულების შემდეგ (Between the acts), ვირჯინიას დეპრესიის მორიგი ტალღა დაატყდა თავს. 1941 წლის გაზაფხულზე, მერტის ერთ ქარიან დღეს, ვირჯინიამ წერილი დაწერა თავისი მეუღლისთვის და ქურთუკი მოიცვა. ჯიბეში ქვები ჩაილაგა და მდინარე უზში გადახტა, სადაც დაიხრჩო კიდეც. აღსანიშნავია, რომ ვირჯინია ვულფს მანამდეც უცდია თვითმკვლელობა, მაგრამ უშედეგოდ.
ქმრისთვის დატოვებულ წერილში, ვირჯინია წერს:
"ჩემო უძვირფასესო,
დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ჭკუიდან ვიშლები. ვგრძნობ, ამ დაბრკოლებას ვეღარ გადავლახავთ. ამჯერად, ვეღარ გამოვჯანმრთელდები. უცნაური ხმები ჩამესმის და ვერაფერზე ვკონცენტრირდები. ამიტომ, გადავწყვიტე ის გავაკეთო, რასაც საუკეთესო გამოსავლად მივიჩნევ. შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე. შენგან იმაზე მეტი მხარდაჭერა ვიგრძენი, ვიდრე ვინმეს შეეძლო ამის გამოხატვა. ვფიქრობ, ორ ადამიანს არ შეუძლია იყოს იმაზე ბედნიერი, ვიდრე ჩვენ ვიყავით, სანამ ეს საშინელი დაავადება გამოჩნდებოდა. მეტი ბრძოლა აღარ შემიძლია. ვიცი, რომ შენი ცხოვრების ნაწილს, რომელსაც უჩემოდ მუშაობაში გაატარებდი, ვაფუჭებ. ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ. ხომ ხედავ, ჯეროვნად წერაც კი აღარ შემიძლია. არც კითხვა. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ მონიჭებული ბედნიერების გამო, მადლიერი ვარ. შენ ყოველთვის იყავი ჩემს წინაშე საოცრად მომთმენი და გასაოცრად კარგი. ამის შესახებ ყველამ მშვენივრად იცის. ახლა რომ ვინმეს ჩემი გადარჩენა შეეძლოს, ეს აუცილებლად შენ იქნებოდი. აღარ მინდა შენი ცხოვრება კიდევ დიდხანს გავაფუჭო. არამგონია, ორ ადამიანს შეეძლოს ჩვენზე ბედნიერად ყოფნა."
ვირჯინია ვულფმა 59 წლის ასაკში მოიკლა თავი. ამ ხნის განმავლობაში, მან მრავალი წარმატებული ნაშრომი შექმნა: მისის დოლოვეი, წლები, აქტებს შორის, გზა შუქურისკენ და ა.შ.
4. სერგეი ესენინი
რუსი პოეტის ცხოვრება სავსე იყო ალკოჰოლით, ქალებითა და სკანდალებით. რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე საზოგადოების ყურადღებას არამხოლოდ მისი შემოქმედებით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევდა. მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი წარუმატებელ ქორწინებებს უკავშირდება. ახალგაზრდა პოეტი სიცოცხლის განმავლობაში ოთხჯერ დაქორწინდა, თუმცა არც ერთ მეუღლესთან სამ წელზე მეტ ხანს არ უცხოვრია.
1922 წელს ესენინმა ცოლად შეირთო ამერიკელი მოცეკვავე ისადორა დუნკანი, რომელთან ერთადაც ევროპაში სამოგზაუროდ წავიდა. მოგზაურობისას, იმ დროინდელი პრესის ცნობით, წყვილი ძალიან ხშირად ჩხუბობდა - ალკოჰოლით მუდამ გაბრუებული ესენინი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც კი არ ერიდებოდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, გინებასა და ხულიგნობას. ამ მდგომარეობას ემატებოდა ისიც, რომ ესენინი დასავლეთმა ვერაფრით მიიზიდა. იქ დიდად არავინ ინტერესდებოდა მისი ნამუშევრებით და არც რუსეთში მოპოვებული ავტორიტეტი ჭრიდა. წყვილი რუსეთში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთს გაეყარა.
ძალიან მალე, 1925 წელს, ესენინმა მეოთხე ცოლი - სოფია ტოლსტაია შეირთო. მისი უკანასკნელი მეუღლე ლევ ტოლსტოის შვილთაშვილი გახლდათ. სოფიას ძლიერ უყვარდა სერგეი, თუმცა ესენინი მასაც უღირსად ეპყრობოდა. სოფიამ პოეტი აიძულა ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსი გაევლო, თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. საავადმყოფოდან გამოსულმა სერგეი მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა, სადაც მისი ბოლო ნამუშევრები შექმნა.
დეპრესიისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სერგეიმ სასტუმროს ოთახში თავი ჩამოიხრჩო.
5. ვლადიმერ მაიაკოვსკი
მისი მეგობრის, სერგეი ესენინის მსგავსად, საქართველოში დაბადებულმა ვლადიმერ მაიაკოვსკიმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაიაკოვსკის შემოქმედება იმ დროშიც და ახლაც დიდ აღფრთოვანებას იწვევს მკითხველში. მის ლექსებსა თუ პიესებში მძაფრად იგრძნობა ერთგულება და სიყვარული რევოლუციისა და სოციალისტური ღირებულებების მიმართ. ის 1917 წლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი „მგალობელი“ იყო, თუმცა მრავალი კრიტიკოსის აზრით, 1920 წლის შემდეგ მაიაკოვსკი ახალი რეჟიმის მიმართ დიდი ეჭვებით აღივსო.
მიუხედავად ამისა, მას ღირებულებებისთვის არ უღალატია. ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ ბევრი მას დიდ ლირიკოსად მიიჩნევს, ზოგიერთნი კი უბრალოდ პარტიის ინტერესების რუპორად მოიხსენიებს. რევოლუციონერმა მაიაკოვსკიმ არაერთი ლექსი თუ პოემა მიუძღვნა პარტიასა და რეჟიმს. ამის ერთ-ერთი მაგალითია მისი პოემა ლენინი.
მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს სოციალიზმსა და კომინისტურ პარტიას, არც კრიტიკას იშურებდა საბჭოთა კავშირის მიმართ. ის თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირი ზედმეტად ერეოდა კულტურის სფეროში და ძალიან მკაცრ ცენზურას ატარებდა. ამასთან, აკრიტიკებდა საბჭოთა ბიუროკრატიასა და საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს. ამ თემაზე მას სხვადსხვა ნამუშევრები და პიესები აქვს შექმნილი. სწორედ ამ ნამუშევრების გამო, მისი ავტორიტეტი მძიმედ შეირყა. უნივერსიტეტებში უსტვენდნენ, გამოფენებიდან აძევებდნენ, ქვეყნიდან გასვლის უფლებას აღარ აძლევდნენ და სხვ.
მაიაკოვსკის მძიმე პოლიტიკური ცხოვრების ფონზე, არც პირად ცხოვრებაში ჰქონდა ყველაფერი რიგზე. მას ვერონიკა პოლონსკაია ძლიერ უყვარდა და ამ უკანასკნელისგან თანაზიარობასაც იმსახურებდა, თუმცა პოლონსკაია გათხოვილი იყო და ქმარს ვერ შორდებოდა. 1930 წლის ერთ-ერთ საღამოს, როდესაც ვერონიკამ და ვლადიმერმა იკამათეს. მოგვიანებით, როცა ვერონიკა პოლონსკაია მაიაკოვსკის სახლს ტოვებდა, ქუჩაში გამოსულს სროლის ხმა მოესმა. ვლადიმერ მაიაკოვსკიმ მკერდის არეში საკუთარ თავს ესროლა და სასწრაფოს მოსვლამდე სული დალია.
მან სიკვდილის წინ წერილიც დატოვა, სადაც თავის ოჯახს მიმართავდა. წერილში მაიაკოვსკი წერს: "მოგმართავთ ყველას: მე ვკვდები, მაგრამ ამაში ნურავის დაადანაშაულებთ...ვიცი, ეს არ არის საუკეთესო გზა (ამის გამეორებას სხვებს არ ვურჩევ), მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს"
პ.ს: უკანასკნელ წლებში დაიწყო მაიაკოვსკის სიკვდილის სხვა გარემოებების კვლევა. ერთ-ერთი ვერსიით, მან სიცოცხლე არა სუიციდით, არამედ დაკვეთილი მკლელობის შედეგად დაასრულა. მისი პიროვნება იმ დროინდელი ახლად მოსული ხელისუფლებისთვის სულაც არ იყო მოსაწონი, რაც შესაძლოა მკვლელობის მიზეზიც გამხდარიყო. ეჭვებს აჩენს მეზობლების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ორი გასროლის ხმა გაიგეს. ამასთან, გამოძიებამ აჩვენა, რომ მაიაკოვსკის მკერდიდან ამოღებული ტყვია არ ემთხვეოდა მის სხეულთან აღმოჩენილ იარაღს.
6. ერნესტ ჰემინგუეი
ყველასათვის ნაცნობი ამერიკელი მწერალი მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა დეპრესიით, პარანოიითა და ალკოჰოლიზმით. მისი ისტორია სავსეა არაორდინალური ამბებით, თავგადასავლებით, წარმატებებითა და წარუმატებლობებით. ჰემინგუეის თავის სიცოცხლეში უამრავი დიდებული ნაწარმოები აქვს შექმნილი და ნობელის პრიზის ლაურეატიც გახდა მცირე რომანისთვის მოხუცი და ზღვა.
მწერლობასთან ერთად, ჰემინგუეი იყო სამხედრო კორესპონდენტიც. ის აქტიურად აშუქებდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობას და წითელი ჯვრის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ის იტალია-ავსტრიის ფრონტზე იყო გამწესებული, სადაც ყუმბარის აფეთქების შედეგად ორასზე მეტი ჭრილობა მიიღო. საბედნიეროდ, მრავალი ოპერაციის შემდეგ, მისი გადარჩენა მოხერხდა. სწორედ ომში ყოფნის დროს, საავადმყოფოში გაიცნო ქალი, რომელიც ძლიერ შეუყვარდა. პირველი მსოფლიო ომის ერთგვარ ქრონიკებს წარმოადგენს მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი მშვიდობით იარაღო!
სამხედრო მამაცობისთვის ერნესტ ჰემინგუეი ორჯერ დააჯილდოვეს.
ომმა და ომში მიღებულმა ტრავმებმა მის ცხოვრებას მძიმე დაღი დაასვა. ის საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა და საკუთარი თავის დამკვიდრებას სხვადასხვა წერტილში ცდილობდა. ჯერ ჩიკაგოში წავიდა, სადაც გაზეთში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი, 1921 წელს, ევროპაში გადასახლდა. სწორედ იქ დაიწყო მისი, როგორც მწერლის დიადი კარიერა.
უდიდესი წარმატებისა და მსოფლიო აღიარების მოპოვების შემდეგ, ჰემინგუეი ვარსკვლავური სენით დაავადდა. ამის შესახებ მისი ბიოგრაგები ხშირად საუბრობენ. ამას დაემატა მწვავე დეპრესია და პარანოია, ბოლოს კი ალკოჰოლიზმი.
მის უკანასკნელ წლებში, ჰემინგუეის ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა. გაუარესდა როგორც მისი ფიზიკური, ისე გონებრივი შესაძლებლობები. ამის მიზეზი აფრიკაში მომხდარი ავიაკატასტროფები გახდა, რომელსაც ჰემინგუეი ცოცხლად გადაურჩა. მისმა მეუღლემ, ჰემინგუეის მდგომარეობის გამო, მწერალი აიძულა მკურნალობის კურსი გაევლო. მკურნალობის პერიოდში ნობელის პრემიის ლაურეატს ელექტროშოკის მეთოდით თავის ქალაზე მკურნალობდნენ. გამოწერამდე, სულ 15 ელექტროშოკი ჩაუტარდა. მოგვიანებით, მისი მეუღლის ინიციატივით, კვლავ მოუწია ამავე კურსის გავლა, რაზეც ჰემინგუეი ბრაზობდა და წერდა:
"ექიმებმა საერთოდ არაფერი იციან მწერლების შესახებ... რა აზრი აქვს ჩემი ტვინის განადგურებას და მეხსიერების წაშლას, რომელიც ჩემი მთავარი იარაღია და ამ ხერხით ჩემი საქმიდან ჩამოცილებას? მართალია, მკურნალობის მეთოდი შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ მთავარი - პაციენტი"
ამავე წელს, 1961 წლის ივნისში, ერნესტ ჰემინგუეიმ საკუთარი იარაღიდან შუბლში ტყვია დაიჭედა და სიცოცხლეს თვითმკვლელობით გამოესალმა.
-
თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს
გადახედვა
-
შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას მარია ზახაროვა: გულბაათ რცხილაძე გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოების დაძლევას
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
-
ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა ეს უდიდესი ემოციური მხარდაჭერა ყველაფერზე მეტყველებს — ანგუს კლაუდის დედა Euphoria-ს ფინალს გამოეხმაურა
გადახედვა
-
7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება 7 ივნისს, სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი გაიმართება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება დონალდ ტრამპი თურქეთში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება განახლებული თიბისი Visa საკრედიტო ბარათით სურვილები კიდევ უფრო ახლოვდება
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე 1 პირი დააკავეს — სამძებრო სამუშაოები გრძელდება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა













კომენტარები