აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანა
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანა, რათა "რევანშისტული ძალების პროვოკაციები" აღიკვეთოს. ამის პარალელურად, სომხეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ჰასანოვმა მაღალი რანგის სამხედროებთან შეხვედრა 12 ოქტომბერს გამართა, სადაც არმიას მოუწოდა, რომ "საბრძოლო მზადყოფნა მაღალ დონეზე შეინარჩუნონ, გაზარდონ სიფხიზლე და მზად იყვნენ პირობით საზღვარზე რევანშისტული ძალების შესაძლო პროვოკაციების წინააღმდეგ აღმკვეთი ზომების მისაღებად".
ამ ინსტრუქციის პარალელურად, აზერბაიჯანი აქტიურად ითხოვს სომხეთის საზღვარზე განლაგებული მონიტორინგის მისიის — EUMA-ს (ევროკავშირის მისია სომხეთში) გაყვანას. გასულ კვირაში მთავრობასთან დაკავშირებულმა მედიამ EUMA სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და პროვოკაციებისათვის მზადებაში დაადანაშაულა.
სიტუაციას უფრო ართულებს სამშვიდობო პროცესის ჩიხში შესვლაც — აზერბაიჯანმა უარი თქვა, ხელი მოეწერა სომხეთის მიერ შემოთავაზებულ დროებით ხელშეკრულებაზე, რომლის მუხლებზეც ორივე მხარე იყო შეთანხმებული.
14 ოქტომბერს სომხეთის საპარლამენტო სპიკერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შეთანხმებას ბოლო მომენტში გამოეთიშა. ალენ სიმონიანი აზერბაიჯანელ კოლეგას, საჰიბა გაფაროვას მიმდინარე კვირაში ჟენევაში უნდა შეხვედროდა. ისინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.
გასულ კვირაში ზაქირ ჰასანოვი ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "უპირველესი პრიორიტეტი სამხედრო ძალის გაზრდაა" და "სომხეთში მტრულმა ძალებმა წამოყვეს თავები". ალიევმა თავის გამოსვლაში სომხეთის შეიარაღებაში დასავლეთის ქვეყნებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "ისინი ყველა სამომავლო განვითარებაზე პასუხისმგებლები იქნებიან".
სატრანსპორტო კავშირების გახსნა
უთანხმოების საკვანძო პუნქტად აზერბაიჯანის ანკლავ ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზის საკითხი რჩება.
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დამასრულებელი სამშვიდობო შეთანხმების მე-9 მუხლი ამ გზის სომხეთის მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. გზა რუს მესაზღვრეებს უნდა გაეკონტროლებინათ.
აზერბაიჯანმა შეთანხმების საკვანძო ნაწილები დაარღვია, როცა სომხეთის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი დაბლოკა, შემდეგ კი რეგიონში 2023 წელს სამხედრო თავდასხმა დაიწყო, რასაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის მასობრივი გამოსვლა მოჰყვა — პარალელურად, ყარაბაღი იქ დისლოცირებულმა რუსულმა სამშვიდობო მისიამაც დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ბოლო რამდენიმე თვეში "ზანგეზურის დერეფანზე" აქტიურად აღარ საუბრობენ, წარსულში ისინი ამ დერეფნის ძალით შექმნითაც კი იმუქრებოდნენ.
12 ოქტომბერს ერევანში "მშვიდობის გზაჯვარედინის" კონფერენციაზე გამოსვლისას, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მე-9 მუხლზე ყურადღების გამახვილება, როცა სხვა მუხლები არ სრულდება, მიუღებელია. მისი თქმით, აზერბაიჯანს სურს, სომხეთის გზები გამოყენებადი იყოს მისთვის, თუმცა თავად სომხეთისათვის დაბლოკილად დარჩეს.
სომხეთის პრემიერმა გაიმეორა შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე ქვეყანამ გაუხსნას ერთმანეთს საზღვრები და სომხეთის გზები სომხეთისავე კონტროლის ქვეშ დარჩეს. მან დაამატა, რომ სომხეთი მზად იყო საზღვარზე საბაჟო რეჟიმის გამარტივებისთვის, თუმცა საზღვრების გახსნა სომხეთში მილიარდობით დოლარის შემოდინებას გამოიწვევს, რაც აზერბაიჯანს აშფოთებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი, აიხან ჰაჯიზადა, პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სომეხმა მაღალჩინოსნებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც რეალობის ყველა ზღვარს სცდება.
ჰაჯიზადამ სომხეთის ხელისუფლება 2020 წლის შეთანხმების უგულებელყოფაში და გულგრილობაში დაადანაშაულა. ის სომხეთის მხარის კრიტიკასაც გამოეხმაურა იმასთან, დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი ომის ტყვეებს დღემდე არ ათავისუფლებს. ჰაჯიზადას თქმით, აზერბაიჯანს "არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ ომის დამნაშავეები ან სომხური წარმოშობის სეპარატისტული ხუნტის წარმომადგენლები გაათავისუფლოს".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 14 ოქტომბრის განცხადებით ცხადი იყო, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან სატრანსპორტო კავშირებს იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ჩარჩოს შესაბამისად გახსნიდა. სამინისტროს სპიკერმა, ანი ბადალიანმა თქვა, რომ სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანს საზღვრების გახსნის პროცესის დაწყება უკვე შესთავაზა.
ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხი დააყენა რუსეთმაც. 8 ოქტომბერს რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ წელიწად-ნახევარში საკითხის ირგვლივ ძვრა არ არის და დაამატა ისიც, რომ ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნების განბლოკვა რეგიონში "მხოლოდ რუსეთის ჩართულობითაა შესაძლებელი".
2020 წლის ნოემბრის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შემდეგ, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობა დრამატულად გაუარესდა. შედეგად, სომხეთის მთავრობის საგარეო კურსი რუსეთიდან დასავლეთისკენ შებრუნდა როგორც უსაფრთხოების, ისე კონფლიქტის მედიაციის კუთხით.
ოქტომბრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ფაშინიანმა შეშფოთება გამოთქვა "ზოგი რუსი მაღალჩინოსნის ტერმინოლოგიაზე რეგიონული პრობლემების ირგვლივ". აგვისტოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი სომხეთი სატრანზიტო შეთანხმებების საბოტაჟში დაადანაშაულა.
-
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
-
სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
გადახედვა
-
LGBTQ+ თემატიკის გამო რუსეთმა ცნობილი ფილმები აკრძალა LGBTQ+ თემატიკის გამო რუსეთმა ცნობილი ფილმები აკრძალა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
გადახედვა
-
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა
გადახედვა
-
"პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს "პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
გადახედვა
-
2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები 2026 წლის მუნდიალი რიცხვებში — საპრიზო ფონდი, ხარჯები და გუნდების ფასები
გადახედვა
-
Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია — ყოველი წვეთი ძვირფასია — შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა
-
რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი? რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე გაიმართა
-
პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს" პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"
გადახედვა
-
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა
გადახედვა
-
გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს? გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს?
გადახედვა
-
კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა
გადახედვა
-
კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ
გადახედვა
-
სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ
გადახედვა
-
შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს
გადახედვა
-
TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული
გადახედვა
-
აჭარაში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც რამდენიმე ასეული მლნ დოლარის კრიპტოვალუტა გაათეთრეს აჭარაში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც რამდენიმე ასეული მლნ დოლარის კრიპტოვალუტა გაათეთრეს
გადახედვა
კომენტარები