სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

12 Oct. 2024, 01:34

"ჩვენ მომსწრე გავხდით როგორ დატოვა კომპანია "მეტროს" შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც ნიშანია იმისა, რომ არასოდეს უნდა შეეგუო შენი თავისუფლებისა და შენი გამოხატვის უფლების შეზღუდვას. არ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც არ არის თავისუფალი კულტურა, სადაც არ არის აზრის თავისუფალი გამოხატულება და ცხადია, ლიტერატურა ის ერთ-ერთი დარგია, რომელიც მხოლოდ მაშინაა ცოცხალი, როცა თავისუფალია.

ჩვენ, ამ ქვეყნის ცხოვრებაში, გავლილი გვაქვს ისეთი პერიოდები, როდესაც არსებობდა შეზღუდვები და დიდი ცენზურა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანამ და მისმა მწერლებმა შეძლეს, გაევლოთ ძალიან ვიწრო გზაზე. ეს ალბათ, დიდწილად თავისუფალი წლების დამსახურებაა, რომ საქართველოს კულტურამ იმ 70 წელს გაუძლო.

ახლა ჩვენ არ გვაქვს იგივე განსაცდელი, მაგრამ დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

როდესაც ინდუსტრიული სიმკაცრე, ფუნქციურობა და არქიტექტურული ესთეტიკა ერთმანეთთან იკვეთება ტრადიციული ავტოსერვისი სრულიად…