რა ითქვა ბუნდესტაგში საქართველოზე — ინტერვიუ მოძრაობა "გზას" დამფუძნებელ გიორგი კაკაბაძესთან
ფოტო: გიორგი კაკაბაძე — გზა.GZA
10 ოქტომბერს გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა. დებატების შემდეგ კი ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით "საქართველოს ევროპული მომავლისთვის", რომელიც გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი ფრაქციების მიერ იყო ინიციირებული.
განხილვას ესწრებოდა ქართველი ემიგრანტი, სტუდენტი, მოძრაობა "გზას" დამფუძნებელი გიორგი კაკაბაძე. გიორგი, ბერლინის უნივერსიტეტის დოქტორანტი და მეხსიერების პოლიტიკის მკვლევარია.
გიორგი კაკაბაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ განხილვა გამორჩეული შინაარსის იყო და მსგავსი მხარდამჭერი გზავნილები [საქართველოს მიმართ] იშვიათად თუ მოუსმენია.
გიორგი ასევე გვიყვება ინციდენტის შესახებ, რაც განხილვის დასრულების შემდეგ, ულტრამემარჯვენე ფაშისტური პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის წევრთან შეემთხვა. ინციდენტისას შტეფენ კოტრესთან ინტერვიუს ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი წერდა.
თქვენ იმყოფებოდით ბუნდესტაგში, დეტალურად გვითხარით როგორ წარიმართა მსჯელობა?
დიახ, ვიყავი ბუნდესტაგში, დავესწარი საქართველოს თემის განხილვას. სამმა (გერმანულმა) პარტიამ წარადგინა რეზოლუციის პროექტი — "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". შესაბამისად განხილვა შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს. მსჯელობისას ხაზგასმით იყო ნახსენები, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო, ასევე კიდევ ერთხელ ახსენეს, რომ "ევროპის დედაქალაქი ნამდვილად არის საქართველო და იქ ძგერს ევროპის გული".
რაც შეეხება რეზოლუციის ავტორებს, რამდენიმე პარტია იყო: სოციალ-დემოკრატები (SPD), გაერთიანება 90/მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები. რეზოლუციის ტექსტი მოიცავს თითქმის ყველაფერს — აქტივიზმს, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეების გამბედაობასა და წინააღმდეგობას, ქართველი ხალხის პროევროპული კურსისადმი ერთგულებას და ა.შ
ბუნდესტაგში ასევე მიმოიხილეს ჩვენი პროევროპული კურსის მოკლე ისტორია, როგორ ძლიერდებოდა ის და ბოლო წლებში, როგორ შეცვალა ყველაფერი არსებულმა მთავრობამ.
იქვე აღინიშნა 2008 წლის შესახებაც, რომ ევროპამ საკმარისი გამბედაობა ვერ გამოიჩინა — გვერდში დასდგომოდა საქართველოს, რის შედეგსაც ახლა თავად ევროპაც იმკის. (იგულისხმება რუსეთი უკრაინაში შეჭრა და ომის თანმდევი პროცესები).
ცხადია, ხაზგასმით აღინიშნა ბოლო პერიოდში მიღებული ადამიანის უფლებათა შემლახავი კანონები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადად აზიანებს. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ე.წ გამჭვირვალობის კანონი [რუსული კანონი] უდიდესი ბარიერია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რომ ქართული ოცნება ამ ყველაფრის ფონზე მართლა გადაიქცა "ქართულ კოშმარად".
ზოგადად, მომხსენებლებს საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან კარგი, თბილი და მნიშვნელოვანი გამოსვლები ჰქონდათ.
მართლაც ამაყები ვიყავით, როცა მათ ვუსმენდით, ამ დონის მხარდაჭერა, ბუნდესტაგში მისთვის, ვინც გერმანულ პოლიტიკას იცნობს და შიდაკონიუქტურის დეტალები იცის, გასაკვირიც კი შეიძლება იყოს.
ამიტომ არის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენც ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს. როგორც იქნა, ევროპაში უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს რუსული იმპერიალიზმის ზრახვებს, იმას თუ როგორ იმატებს საქართველოში მისი გავლენები და რომ ამას ყველა ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ.
ვინ დაუჭირა მხარი რეზოლუციას და ვინ წავიდა წინააღმდეგ. აქვე, გერმანული შიდაპოლიტიკის შესახებ, უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ...
რეზოლუციას მხარი დაუჭირა სამმა პარტიამ — სოციალ დემოკრატებმა (SPD), მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა.მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან დემოკრატები (CDU) არ შეუერთდნენ რეზოლუციას, მსჯელობისას მათ გამომსვლელებს ძალიან მკაფიო, კრიტიკული გზავნილები ჰქონდათ ჩვენი ხელისუფლების მისამართით.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD), რომელიც შეგვიძლია ფაშისტურ პარტიად მოვიხსენიოთ. ამ პარტიის წინააღმდეგ ხშირად ეწყობა საპროტესტო გამოსვლები გერმანიაში. პარტია უამრავ სკანდალშია გახვეული და დადასტურებულად ფინანსდება, მათ შორის რუსეთიდანაც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა მათსა და რუსეთს შორის კავშირები მკაფიო და თვალსაჩინოა. AFD ევროსკეპტიციზმით გამორჩეული პარტიაა, ღიად აკრიტიკებენ ევროკავშირის სტრუქტურებს და გამოირჩევიან ზიზღით უცხოელების, ემიგრანტების მიმართ, ამას ისინი არც მალავენ. პრინციპში, საარჩევნო კამპანიებიც სწორედ ამ თემატიკაზე აქვთ აგებული.
მეორე ასეთი პარტია, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას არის ყოფილი კომუნისტის — სარა ვაგენკნეხტის ბლოკი. სარას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ არჩევანის ქონის შემთხვევაში ისურვებდა "გდრ"-ში (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა — 1949-1990წწ) ეცხოვრა, რადგან დღევანდელი გერმანია არ მოსწონს.
ეს ძალები ზუსტად ისე ექომაგებიან ქართულ ოცნებას, რასაც მმართველი პარტია პროპაგანდის სახით გვაწვდის საქართველოში (ალბათ მიხვდებით რატომაც).
მაგალითად ერთ-ერთი გამომსვლელი ამტკიცებდა, რომ ევროპამ წააქეზა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ჩართულიყო სამხედრო მოქმედებებში. გაოცებულები ვიყავით, როცა ამას ვისმენდით. ქართული ოცნების პროპაგანდას ბუნდესტაგში — როგორია?
სამწუხაროა, რომ ასეთ პარტიებს გერმანიის პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავთ, და ეს ხალხი ოცნების ვითომ სუვერენიტეტის დაცვის პოლიტიკას ტაშს უკრავს.
სწორედ ეს ხალხი ეთანხმება და იზიარებს იმას, რომ ჩვენ რუსეთთან მარტოებმა უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველოში პროცესები დემოკრატიულად ვითარდება, არც დაშინება, არც მოსყიდვა — არაფერი მსგავსი...
როგორც ვიცით, განხილვის შემდეგ ინციდენტი მოხდა ფაშისტური პარტიის (AFD-ს) ერთ-ერთ წევრსა და თქვენ შორის. მეტი რომ მოგვიყვეთ ამ ფაქტის შესახებ...
როცა რეზოლუცია მიიღეს და დასრულდა სხდომა, გამოვედით და ვნახეთ, რომ ვიღაცები ინტერვიუს იწერდნენ. დავინახეთ, იმედის ლოგო იყო მიკროფონზე. მივედით და დავუძახეთ, რომ სირცხვილი იყო, ქართულად და გერმანულადაც. აღვნიშნეთ, რომ ისინი მატყუარები იყვნენ და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენი პროტესტი დაგვეფიქსირებინა ადგილზევე.
როდესაც ინტერვიუს ჩაწერას მორჩნენ, გავესაუბრეთ ალტერნატივა გერმანიისთვის წარმომადგენელს შტეფენ კოტრეს რომელსაც, მე პირადად, ხუთჯერ დავუსვი კითხვა, — აქვს თუ არა უფლება რუსულ ჯარს რომ საქართველოში იდგეს, რაზეც პასუხი არ გამცა, ამაზე გვეუბნებოდა, რომ ეს არის თქვენი პრობლემაო. მერე გადავიდა იმაზე, რომ ომი დაიწყო საქართველომ, რაზეც ჩემი პროტესტი მოჰყვა.
ფოტო: "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრისგან "იმედის" ჟურნალისტი კომენტარს იღებს, გიორგი კაკაბაძის ფოტო
რუსული პროპაგანდა ისეთი შეუვალია, რომ აზრი არ აქვს ლაპარაკს. 5 ადამიანი ვიყავით, მაინც შევეცადეთ, რომ ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა და ხმამაღლა გვეთქვა ეს ყველაფერი. არც იმაზე გამცა პასუხი, როცა ვკითხე, თუ ვინ დაიწყო უკრაინაში ომი. საბოლოო ჯამში, სცადა დასმული კითხვებისთვის თავი აერიდებინა და საკუთარი რუსული პროპაგანდა მუდმივად ემეორებინა.
ასევე იხილეთ: რატომ ძლიერდებიან რადიკალური ძალები გერმანიაში — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
საუბარი გვქონდა იმედის ჟურნალისტებთანაც, რომლებიც ამბობდნენ რომ პროევროპულები ვართო და ვუთხარი, რომ ზუსტად ამ [ევროპულ] გზას გვიხერგავს შტეფენ კოტრესი. თუ პროევროპელი ხარ და საქართველოს ინტერესებს იცავ, იმ ადამიანს რატომ აძლევ ტრიბუნას, რომელიც ამბობს, 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო? მითხრეს, რომ თუ ბუნდესტაგის სხვა წევრებს ვთხოვდი ჩაწერას, ჩაწერდნენ. მაგრამ, ცხადია, არ ვიცი ისინი ამას გააკეთებენ თუ არა.
უნდა ითქვას, რომ ის, რაც ილაპარაკეს დღეს ბუნდესტაგში არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდი დამსახურება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მუდმივად ველაპარაკებით აქაურ პოლიტიკოსებს საქართველოს პრობლემებზე, ხაზს ვუსვამთ იმას, რომ რუსული აგრესიის ქვეშ ვართ, რომ რუსული იმპერიალიზმის გავლენის ზრდა საქართველოში სახეზეა, რომ ამის წინააღმდეგ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქართველ ხალხს გვერდში დგომა და მხარდაჭერა გვჭირდება!
შეგახსენებთ, ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი ქართველების ნებას ეწინააღმდეგება.
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
კომენტარები