კრიპტალის ბოლო განახლებები — რა ფუნქციები დაემატა პლატფორმას?
ფოტო: კრიპტალი
განახლებული ფუნქციონალი კრიპტო ბირჟაზე
კრიპტო ინდუსტრია ერთ ადგილას არასდროს ჩერდება, ბაზარზე კი, მუდმივად სიახლეებია.
სწორედ ასეა კრიპტო ბირჟა კრიპტალიც, სადაც პლატფორმაზე რამოდენიმე განახლებული და გამოსადეგი ფუნქცია გამოჩნდა.
პლატფორმა მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს, შედეგად კრიპტოს ყიდვა გაყიდვის პროცესი ახლა ბევრად უფრო მარტივი და კომფორტულია.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ განახლებული ფუნქციების შესახებ, რომელიც კრიპტო პლატფორმაზე დაგხვდება და გეტყვით, როგორ გიმარტივებენ ისინი კრიპტოაქტივების მართვასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.
ანგარიშზე თანხის შეტანა ლიბერთი ბანკის დახმარებით
თუ კრიპტოს ყიდვა მოგინდა, ისეთი ფიატ ვალუტები დაგჭირდება, როგორიც ლარი, ა.შ.შ. დოლარი და ევროა. მომხმარებელს მარტივად და მისთვის სასურველი გზით უნდა შეეძლოს ნებისმიერი აქტივის საკუთარ ანგარიშზე შეტანა, შემდგომ კი მისი კრიპტოაქტივებში გადაცვლა.
კრიპტალზე ბალანსის შევსება და ანგარიშზე თანხის შეტანა რამოდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი, იქნება ეს საბანკო გადარიცხვით, BOG და TBC Bank-ის ბარათების გამოყენებით თუ ფეიბოქსის დახმარებით, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვნების გარდა ანგარიშის შევსების შესაძლებლობას ნაღდი ანგარიშსწორების გზითაც აძლევს.
ახლა კი, ბალანსის შევსება ლიბერთი ბანკის მობაილბანკიდან და საქართველოს მასშტაბით არსებული 600-ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეგიძლია მხოლოდ პირადი ნომრის გამოყენებით.
კრიპტალზე მხარდაჭერილია საქართველოში მოქმედი ყველა წამყვანი ბანკი და სურვილის შემთხვევაში ანგარიშზე თანხის შეტანა მარტივად, სულ რამოდენიმე წამში შეგიძლია.
პლატფორმაზე ლიბერთი ბანკის გამოჩენა კი, მომხმარებლებს დამატებით შესაძლებლობასა და კომფორტულ გარემოს უქმნის შეავსონ ბალანსი და დაიწყონ პოპულარული ციფრული აქტივებით ვაჭრობა.
გარდა ამისა, ლიბერთი ბანკისა და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუარონ რთულ საბანკო სერვისებს და მოუხერხებელი პროცედურების გარეშე ნაღდი ფული შეიტანონ საკუთარ ანგარიშზე.
თანხის გატანა მომენტალურად და ულიმიტოდ ნებისმიერ დროს
როდესაც კრიპტოს ყიდვა გაყიდვით ხარ დაკავებული, შესაძლოა დროს კრიტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ საჭიროა, რომ ამ მოგზაურობაში ყველა ეტაპს სწრაფად და დაუბრკოლებლად გადიოდე.
სწორედ ამიტომ, კრიპტალზე საბანკო ბარათების გამოყენებით თანხის შეტანა და გატანა მომენტალურად, რამოდენიმე წამში ხდება. ასევეა საბანკო გადარიცხვის (Wire Transfer) გამოყენების დროსაც, როდესაც თანხა ანგარიშზე შეგაქვს, ის მაქსიმუმ 1 წუთში აისახება.
ახლა კი, საბანკო გადარიცხვის გამოყენებით პლატფორმიდან თანხის გატანა საქართველოს ბანკის ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის არა-სამუშაო დროსა და დასვენების დღეებშიც შეგიძლია, ყველანაირი ლიმიტების გარეშე და რაც მთავარია მყისიერად.
შენს მიერ გატანილ ნებისმიერი რაოდენობის თანხას მომენტალურად მიიღებ შენს საბანკო ანგარიშზე, რომელი საათიცა და რა დღეც არ უნდა იყოს.
ფუნქცია გამოსადეგია ისეთი ადამიანებისთვის, რომელთათვისაც დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, 24 საათის განმავლობაში ვაჭრობენ და დიდი მოცულობის კრიპტო აქტივებს რიცხავენ საკუთარ ანგარიშზე.
მყისიერი და საკომისიოებისგან თავისუფალი შიდა გადარიცხვები
კრიპტო ინდუსტრია ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და დეცენტრალიზაციის პრინციპს ეფუძნება, რომელთა გამართულად მუშაობაშიც თავიანთი როლი მომხმარებლებს შეაქვთ. ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების ვალიდურობას სწორედ მომხმარებლები ადასტურებენ და შესაბამისად, გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ ისინი გასამრჯელოს სახით გადარიცხული კრიპტოაქტივებიდან გარკვეულ, მცირე ნაწილს იღებენ, რასაც საკომისიოები ჰქვია.
კრიპტალზე კი, შიდა გადარიცხვები სრულიად თავისუფალია ამ საკომისიოებისგან. თუკი შენ კრიპტალის სხვა მომხმარებელს გადაურიცხავ ნებისმიერ კრიპტოაქტივს, იქნება ის ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა პოპულარული ქოინი, გადარიცხული აქტივი მის ანგარიშზე სრულად აღმოჩნდება ან პირიქით, თუკი შენ კრიპტალიდან კრიპტალზე ქოინებს გიგზავნიან, აქტივებს მყისიერად და სრულად მიიღებ, ყოველგვარი საკომისიო გადასახადების გარეშე.
0%-იანი საკომისიოები ვრცელდება როგორც კრიპტოაქტივების შიდა გადარიცხვებზე, ასევე ფიატ ვალუტებით გამყარებულ სტაბილურ კრიპტოაქტივებზეც - TOGEL (ლარი), TOUSD (ა.შ.შ. დოლარი) და TOEUR (ევრო).
მცირე რაოდენობის ბალანსის, dust-ის, ლარში კონვერტაცია
ციფრული აქტივების ინდუსტრია მუდმივად ცვალებადი სფეროა, შესაბამისად მუდმივად იცვლება კრიპტოს ფასი და ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ხშირად ხდება ისე, რომ კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვისას, ფასთა ცვალებადობის გამო, სრულად ვერ ითვისებ ბალანსს და ანგარიშზე ძალიან მცირე რაოდენობის კრიპტოაქტივი გრჩება.
მათი სიმცირიდან გამომდინარე, კრიპტოს გაყიდვა შეუძლებელია, რადგან ბალანსზე არსებული რაოდენობა საკომისიოებისათვის განკუთვნილ რაოდენობას საგრძნობლად ჩამორჩება და გიწევს, რომ ანგარიშზე თანხა ხელახლა შეიტანო, შესაბამისი რაოდენობის კრიპტო იყიდო და შემდგომ, ბალანსის განულების მიზნით, კრიპტო სრულად გადაცვალო სხვა აქტივში ან გაყიდო.
ახლა უკვე შეგიძლია რომ შენს ბალანსზე ნამცეცებივით მიმობნეული მცირე რაოდენობის კრიპტოაქტივი ლარში დააკონვერტირო და ის სურვილისამებრ გამოიყენო ზედმეტი ტრანზაქციებისა და დროის დაკარგვის გარეშე.
ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი აქტივები სრულად გამოიყენონ და განხორციელებული ტრანზაქციებიდან არასდროს დარჩეთ არასასურველი, მცირე რაოდენობის კრიპტოაქტივი, რომელსაც აქამდე ვერაფერში იყენებდნენ.
კრიპტალზე პოპულარული კრიპტო და განახლებული ფუნქციონალი დაგხვდება
მთელი ზაფხულის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრია მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა და გამონაკლისი არც კრიპტალია.
თუ კრიპტოს განახლებული ენერგიით უბრუნდები, მაშინ კრიპტალზე რამოდენიმე საჭირო და გამოსადეგი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის პროცესსა და ზოგადად, კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ ყველა სერვისს უფრო კომფორტულს, ხელმისაწვდომსა და მარტივს ხდის.
პლატფორმაზე ახლა უკვე ლიბერთი ბანკის დახმარებით შეგიძლია ბალანსის შევსება, ხოლო თუ თანხის გატანა მოგინდა, საბანკო გადარიცხვის წყალობით უკვე შეგიძლია ნებისმიერ დროს, იქნება ის სამუშაო თუ არა სამუშაო საათი ან დღე, ულიმიტო რაოდენობის აქტივები გაიტანო მომენტალურად, ლოდინის გარეშე.
გარდა ამისა, ბირჟაზე 0%-იანი საკომისიოებით შეძლებ შიდა გადარიცხვების განხორციელებას, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი, TOGEL თუ სხვა პოპულარული აქტივი.
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
კომენტარები