სალომე ზურაბიშვილი

5 Oct. 2024, 20:49

"ის რაც ქართული ოცნებისგან საარჩევნოდ გვესმის, რომ მმართველი გუნდი, ყველაფრის მიუხედავად, მიდის ევროპისკენ, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო, როცა საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ თვითონ იყო დემოკრატიული, თვითონ იყო ყველაფერი ის, რაც რეალურად დასავლეთში იყო და საკუთარ თავზე იბრალებდა. იგივეა დღეს — "ჩვენც მივიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ". სად მიიყვან, როცა ყველა გეუბნება, რომ ამ ფორმით, რუსული კანონით და სხვა კანონებით, ამ მიდგომით, პარტნიორების ყოველდღიური ლანძღვით, მოგონილი რაღაც "ომის პარტიით", ვერანაირად ვერ შემოხვალთ ევროკავშირში, მაგრამ ეს ფანჯარა ქართველი ხალხისთვის ღიაა, რომელსაც აქვს შანსი, როგორც ამას დემოკრატია ითხოვს, საკუთარი სათქმელი არჩევნებზე თქვას.

[...] პარტნიორებს ბევრი კითხვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომენტში შეიცვალა ის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა 2012-ში და როგორ გახდა რეალურად მოსკოვის, არ ვიცი, ბრძანებების თუ ინსტრუქციების გამტარებელი, ყოველ შემთხვევაში, იმათ მუსიკაზე როგორ უკრავს და ცეკვავს. ეს ძნელი ასახსნელია.

[…] მე არ ვიცი, ვის თავში რა ტრიალებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული ან რატომ, ან რა არის ის უხილავი ძაფები, რაც აკავშირებთ ვიღაცებს მოსკოვთან, თუ მოსკოვის ზოგიერთ წრეებთან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე (ორ-ნახევარი წელიწადია) მიჰყვება რუსულ სცენარებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  3. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  4. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  5. "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

სუხიშვილები — მოძრაობა, რომელიც არასდროს ჩერდება არსებობს ანსამბლები, რომლებიც სცენაზე ცეკვავენ — და…