ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმზე: რუსეთი საქართველოში მიზნების მისაღწევად მარიონეტად ქცეულ "ქართულ ოცნებას" იყენებს
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, რუსეთს საქართველოში სამხედრო სტრატეგია არ აქვს და თავისი მიზნების მისაღწევად “რუსეთის მარიონეტად ქცეულ” ქართულ ოცნებას იყენებს.
"ეს ის ჰიპოთეზა არაა, რომელსაც გავაჟღერებ და არ ვფიქრობ, რომ რუსეთი იმ პოზიციაშია, რომ [საქართველოში შემოიჭრა] სცადოს, თუმცა არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. სტრატეგია, რომელსაც რუსეთი საქართველოში იყენებს, არის ქართული ოცნების გამოყენება, რომელიც რუსული ინტერესების ნამდვილ მარიონეტად იქცა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათი ამჟამინდელი სტრატეგია არ არის სამხედრო. ვფიქრობ, უკრაინა საკმარისია მათთვის. ასე ვიმედოვნებ. იმედი მაქვს, უკრაინა გაძლიერდება. ვფიქრობ, ამ საფრთხეებზე პასუხი არის უკრაინის გარშემო სოლიდარობა, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის საშუალების მიცემა, მოიგონ ომი, რომელსაც ჩვენთვის იბრძვიან”, — თქვა მან.
უსაფრთხოების ფორუმზე პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, თუ რას გეგმა აქვს საქართველოს თუ ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში შეიჭრება, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი გეგმა არ არსებობს, რადგან საქართველოს უკრაინასავით ძლიერი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.
"არ არსებობს გეგმა, თუ ის ამას იზამს, რადგან საქართველო უკრაინა არაა, საქართველოს არ აქვს მსგავსი სამხედრო ძალა, ეს კიდევ ერთი კრიზისი იქნება თქვენთვის. ვფიქრობ, ჯერ აქამდე არ მივსულვართ და ეს არჩევნები არის ის, რაც უნდა დავიცვათ მშვიდობიანად და გამოვხატოთ ჩვენი თავები. ვფიქრობ, დღეს ნამდვილი პასუხი არჩევნებზე ქართველების მობილიზებაა", — თქვა ზურაბიშვილმა.
კითხვას, რას ეტყოდა დასავლეთში მათ, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინაში მშვიდობა ნებისმიერ ფასად უნდა დამყარდეს და ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "ვინც იცის ისტორია, მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ არსებობს".
"არ არსებობს მშვიდობა ნებისმიერ ფასად. მათ, ვინც ვიცით ისტორია, ვიცით, რომ მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ არსებობს. მშვიდობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ის სამართლიანია, როცა მოსახლეობებს აქვთ თავისუფლება და ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა. იქნება მშვიდობა მაშინ, როდესაც რუსეთი შეიგნებს, რომ ისევე, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, მასაც აქვს საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და გაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი რასაც მის მიერ შემუშავებული და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ქართული ქარტია ითვალისწინებს, არის სისტემის ძირეული ფორმა.
კითხვაზე სჯერა თუ არა მას, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმსაჯულების არსებული სისტემის გათვალისწინებით სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებს, უთხრა, რომ “დღეს საქართველოს ტრიბუნაში სამართლიანი არაფერია”.
"სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბევრი სხვადასხვა პროცესია, მხოლოდ ერთი არაა. დღეს საქართველოს ტრიბუნალებში სამართლიანი არაფერია. ასე რომ, თქვენ მოგიწევთ დაელოდოთ შემდეგს”, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
კომენტარები