ჯივიპი 2024 წელს 70 კილომეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელებს განაახლებს
ფოტო: ჯივიპი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს ქალაქ თბილისის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას. 2024 წლის განმავლობაში კომპანია ჯამში 141 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად თბილისის წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებს აახლებს.
ჯივიპის მფლობელმა ესპანურმა კომპანია Aqualia-მ სისტემური აუდიტის ჩატარებისას დეტალურად შეისწავლა წყალმომარგებისა და წყალარინების მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები და დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 10 წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად გეგმა თბილისის კრიტიკულ უბნებში პრიორიტეტული სარეაბილიტაციო ქსელების სრულ განახლებასაც მოიცავს.
"2024 წლის განმავლობაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ჩვენ ვახორციელებთ უპრეცენდენტოდ დიდი მოცულობის, კერძოდ 141 მილიონი ლარის ინვესტიციას. მხოლოდ თბილისში ქსელების რებილიტაციისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე 55 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ინვესტიციის ფარლებში ჩვენ უკვე დავასრულეთ 40 სარეაბილიტაციო პროექტი და დამატებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები 10-მდე სარეაბილიტაციო პროექტზე. ჩვენი მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მოძველებული და ამორტიზებული ქსელების ეტაპობრივი განახლება და სისტემის მოდერნიზება. ჩვენი მიზანია მომდევნო წლების განმავლობაშიც აქტიურად გავაგრძელოთ სისტემის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ კომპანიის საოპერაციო მაჩვენებლები", — ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპიის გენერალური დირექტორი.
Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2024 წლის, სექტემბრის მდგომარეობით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა ქალაქ თბილისის წყალმომარგების და წყალარინების ქსელებზე 40 სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის წყნეთის გზატკეცილის, მეფრინველეთა, ახმეტ მელაშვილისა და 9 აპრილის ქუჩების, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს წყალმომარაგების ქსელების ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად განახლებულ ქსელებზე დამონტაჟდა 1700 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც ქსელის ავარიული დაზიანების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალს მნიშვნელოვნად ამცირებს.
გარდა დასრულებული პროექტებისა ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს 9 სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის ჯივიპის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება, რაშიც კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. პარალელურად აქტიურ ფაზაშია დემეტრე თავდადებულის ქუჩის ქსელების განახლება და დასკვნით ეტაპზეა მამისაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
2024 წლის ბოლომდე დამატებით დაგეგმილია აწყურისა და ლიახვის ქუჩების, მოსკოვის გამზირისა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი ქსელების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგების სერვისი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
"კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ახალი მენეჯმენტის პირობებში გასულ წელს გაზრდილი საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა. კომისიაში დეტალურად განვიხილეთ ყველა პროექტი და მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეზარდა ჯივიპის საინვესტიციო პორტფელი როგორც წყალმომარაგების, ასევე საკანალიზაციო სისტემების განვითარების მიმართულებით. შედეგად თბილისში, მცხეთაში და რუსთავში გაცილებით მეტი სარეაბილიტაციო პროექტები ხორციელდება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალმომარაგების სისტემა მეტ პრობლემურ უბანში მოგვარდება და მოწესრიგდება." დავით ნარმანია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე.
2024 წელს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ თბილისში 70 კილომეტრამდე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებსს განაახლებს და აღნიშნული მიმართულებით ჯამში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
კომენტარები