Reuters: ისრაელის სადაზვერვო სააგენტომ ასაფეთქებელი მოწყობილობა "ჰეზბოლას" წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო
iსრაელის სადაზვერვო სააგენტომ, "მოსადმა" ასაფეთქებელი მოწყობილობა "ჰეზბოლას" წევრების 5 000 პეიჯერში ჩადო — ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ლიბანურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის უსაფრთხოების წყარომ თქვა, რომ პეიჯერები იყო ტაივანში დაფუძნებული წარმოების, მაგრამ კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავს მოწყობილობას არ აწარმოებს. განცხადების თანახმად, პეიჯერები დამზადებულია უნგრეთში დაფუძნებული კომპანიის, BAC-ის მიერ, რომელსაც აქვს ლიცენზია, გამოიყენოს Gold Apollo-ს ბრენდი.
Reuters-ის ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ლიბანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯგუფმა Gold Apollo-ს შეუკვეთა 5 000 პეიჯერი, რომლებიც ქვეყანაში ამ წლის დასაწყისში შეიტანეს. Gold Apollo-ს დამფუძნებელმა, ჰსუ ჩინგ-კუანმა განაცხადა, რომ გამოყენებული პეიჯერები დამზადებულია ევროპული კომპანიის მიერ, რომელსაც ჰქონდა ფირმის ბრენდის გამოყენების უფლება.
"ჰეზბოლას" მებრძოლები იყენებდნენ პეიჯერებს, როგორც დაბალტექნოლოგიურ საკომუნიკაციო საშუალებას, რათა თავიდან აეცილებინათ ისრაელის მხრიდან ადგილმდებარეობის თვალთვალი. ლიბანურმა წყარომ განაცხადა, რომ მოწყობილობები შეცვლილი იქნა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მიერ "წარმოების დონეზე".
მედიის ცნობით, "მოსადმა" მოწყობილობაში ჩასვა დაფა, რომელსაც აქვს ასაფეთქებელი მასალა. იგი იღებს კოდს, რომლის აღმოჩენა ძალიან რთულია. უსაფრთხოების კიდევ ერთმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ სამ გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული ახალ პეიჯერებში და "ჰეზბოლა" თვეების განმავლობაში ამას ვერ ამჩნევდა. კოორდინირებული აფეთქებების შედეგად ლიბანში 12 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა, სულ მცირე, 200 პირი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები