ირაკლი ზარქუა

16 Sep. 2024, 14:22

"რეალობაა ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან სახელმწიფოს მშვიდად ვაშენებდით, მაგრამ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან ერთმანეთს ვართ ჩამოშორებული. ორი ულამაზესი მხარე საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არ არის. უამრავი ომი გადავიტანეთ როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში. დაშვებული იყო უამრავი შეცდომა — სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული!

დიახ, ჩვენ ერთმანეთისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი შეცდომებისა და გაუაზრებელი პოლიტიკისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მესამე ძალამ შეძლო და ერთმანეთს გადაგვკიდა.

ჩვენ მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი და ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო.

ხელმოცარულების ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს ბოდიში გიორგი ანწუხელიძის მწამებლებს უნდა მოვუხადოთ. არა ბატონებო — ეს ომის დანაშაულია და გამოძიებულია, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა. ეთნიკური ქართველის მკვლელობისთვის არაერთი პირია პასუხისგებაში მიცემული. არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელმოცარული ოპოზიცია იმის გამო აკაკანდა, რომ ზუსტად იციან, რომ არჩევნების შემდეგ ყველა გასამართლდება, ვისაც წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საერთო გამოსავალი არ გვეპოვა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ომი თავიდან არ აგვერიდებინა.

დიახ, ჩვენ სრულფასოვან გამოძიებას ჩავატარებთ, თუ რა მოხდა 2008 წლის ომის დროს და ვინ შეიტანა წვლილი მომხდარ ტრაგედიაში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…