ბადრი ბელქანია

10 Sep. 2024, 19:51

"იმისთვის რომ საქართველოს მიზიდულობა გაიზარდოს, საჭიროა ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიები საქართველოს მხრიდან. მათ ეშინიათ, რომ არ განმეორდეს ის, რაც მოხდა 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ უნდა აჩვენოს ქართულმა მხარემ, რომ ის აფხაზური და ოსური იდენტობისთვის და თვითმყოფადობისთვის უვნებელი ძალაა?

მრავალი ექსპერტის მოსაზრებით, ამ გარანტიების მიღების საუკეთესო გზა არის ქართული სახელმწიფოს ევროპეიზაცია და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. რადგან ეს სივრცე არის ერთადერთი გამონაკლისი პლანეტაზე, სადაც სუფევს ხანგძლივი მშვიდობა, რაც არის კარგი მაგალითი კავკასიისთვისაც, რომელმაც ვერა და ვერ მიაღწია ხანგძლივ და სტაბილურ მშვიდობას.

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს აძლევს საშუალებას, აფხაზებს და ოსებს მიმართოს ფორმულით, რომ ევროკავშირი იქნება შუამავალი და ერთგვარი "ფარი".
აფხაზ და ოს საზოგადოებასაც ძალიან ეშინია "ერთი-ერთზე" ჩვენთან დარჩენის და მათთვის ერთგვარი "ფარი" შესაძლოა იყოს ევროკავშირი. ეს ორივე მხარისთვის იქნება გაცილებით მისაღები, რადგან სწორედ ამ ევროპეიზებულ სივრცეშია ხანგძლივი მშვიდობა, იქმნება ეკონომიკური დოვლათი და რაც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, იქ ყველაზე მეტადაა დაცული ეთნიკური თუ ეროვნული უმცირესობების უფლებები.

სწორედ ამ სივრცეში შეგვიძლია მოვიაზროთ შემდგომი მოლაპარაკებები. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ერთ-ერთ მთავარ გზად ევროკავშირის მეტი ჩართულობა გვესახება, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ვხედავთ, რომ ევროკავშირის სივრცეს უფრო და უფრო ვშორდებით, რაც ძალიან ძალიან უკან გვხევს კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისითაც." 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…