ლაშა ტყეშელაძე

6 Sep. 2024, 12:22

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, რომ მყისიერად დაიწყოს
გამოძიება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენ შევატყობინეთ მყისიერად, რომ
დარღვეული იყო უფლებები, მათ გავუგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება და მათ
თავიდანვე იცოდნენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადა პოლიციის თანამშრომლებმა.
მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის ვინ
იძალადა მასზე და კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, რომ
მყისიერად ჰქონდეს დაწყებული გამოძიება, მაგრამ დღეს სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე ახლაც ვერ იწყებს გამოძიებას და
ირაკლისთან სურს გასაუბრება. რა თქმა უნდა, ირაკლი მოუყვება ყველაფერს, ეტყვის
სიმართლეს და ვნახოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაიწყებს თუ არა
გამოძიებას, მაგრამ მე აქედანვე ვეტყვი კოკა კაციტაძის უწყებას, რომ გამოძიობანას
თამაშს დაანებონ თავი, გამოიძიონ რეალურად და შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს
ბრალი." 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ