დართლოელი ნესტორას ამბავი
ფოტო: თამრო იდოიძე
"ეს შუა ხნის ასაკის ვირი გახლავთ დართლოელი ნესტორა.
მგონია, რომ ყველამ უნდა იცოდეს მისი ამბავი და საერთოდაც, ერთ ლამაზ დოკუმენტურსაც კი იმსახურებს.
40 წელს ზემოთ რომაა ზუსტად ვიცით, მაგრამ 50 თუ გახდა უკვე, ეგ - დასადგენია. მთელი თავისი ცხოვრება დაბაკუნობს ცხვართან ერთად მთასა და ბარში. ზაფხული რომ დადგება და ცხვარი მისი სახლის წინ დაიწყებს ჩავლას, ვეღარ ჩერდება ხოლმე ბარში და იწყებს თუშეთისკენ პაკიპუკს.
წელს 8 დღე ადიოდა,რადგან ცოტათი მოხუცია უკვე და ნელა დადის.
მთელი თუშეთი ცნობს და ამოდიოდა დართლოში ამბავი, რომ "ნესტორა გელიას პავაროტებთან ისვენებს", "ბოთლაწყაროსთან გზას ამოჰყურებდა", მერე უღელტეხილის ცერზე დაჯისთან მისულა, კაპუჩინო დამალეინეო.
ომალოს რო გასცდები და დართლოსკენ დაეშვები, ერთი ადგილია, ღელეს ეძახიან, ივნისში ეგეთი ალპური ყვავილები ამდენი ერთად ცოტა ადგილას მინახავს. ჰოდა, წამოწოლილა ნესტორა ამ ღელეზე და აღარ აგრძელებდა გზას, ვინ იცის დაიღალა თუ, უბრალოდ, ყვავილებიან ალპურ ველზე მოეწონა კოტრიალი.
ამოაკითხეს მერე მანქანით და ჩააბრძანეს ზაფხულის არდადეგების გასატარებლად დართლოში.
დართლოში ისე ვერ გაივლით, ნესტორა არ გადაგეყაროთ რომელიმე კუთხეში, სულ რაღაცას ჭამს, ან ბალახს, ან ხილს, ბოსტნეულს, პურს.
დართლოს საბჭეოზე (აი, იქ, სადაც საუკუნეების წინ ქალი მოსამართლეები ჰყავდათ) ყველაზე ხშირად ნესტორას დაინახავთ, რადგან საკმარისია, 1-2-მა ადამიანმა სადმე თავი მოიყაროს და ეგრევე იქ მიბაკუნდება ხოლმე, უმისოდ შეკრება ვის გაუგია?!
დართლოსთან კარავს თუ გაშლით, დიდი ალბათობით ცხვირს შემოგიყოფთ და იცოდეთ, მაგ დროს პური, კიტრი, სტაფილო უნდა მიაწოდოთ. ეგაა ნესტორას დაწესებული კემპინგის საფასური
ძალიან მინდა, რომ კიდევ ბევრიბევრი წელი იბაკუნოს ამ სრულიად ჩერჩეტობა არსებამ თუშეთის გზებზე" — წერს სალომე კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
ფოტო: თამრო იდოიძე
ფოტო: თამრო იდოიძე
ფოტო: თამრო იდოიძე
ნესტორა ნანა ჯორჯაძის ახალ ფილმში
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
კომენტარები