ხატია დეკანოიძე

20 Aug. 2024, 15:39

"კონსულტაციები, პირველ რიგში, იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც მე დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ერთად გამოვლილი. ბევრი გამარჯვება გვაქვს, ქუთაისის გამარჯვება მინდა შევახსენო ყველას. ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე, ფიქრზე მაღლა.

ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ბუნებრივი და ამაში არაფერია განსაკუთრებული. მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, პირველ რიგში, ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს მეგობრებს და კობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად. ჩემთვის ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი. მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა," — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამის შესახებ ნაციონალურ მოძრაობაში, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე დაბრუნებულმა ხატია დეკანოიძემ, მისი გადაწყვეტილების შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…