გრინვეი 6 წლის გახდა — გრინვეისთან ერთად სწორ გზას ადგახარ
ფოტო: ალპაკა
გრინვეი საქართველო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეფორმის პირველივე დღეებიდან აქტიურად ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე, ნერგავს ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს ინდუსტრიაში.
გრინვეის, საქართველოში ყველაზე დიდი ტექინსპექტირების კომპანიის ისტორია, 6 წლის წინ დაიწყო. 2019 წლიდან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექინსპექტირებას ყველა სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა.
2018 წლის 15 აგვისტოს გრინვეი ოფიციალურად შეუდგა ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმეს.
დღეს, 6 წლის შემდეგ, გრინვეი მთელი საქართველოს მასშტაბით 32 ფილიალითაა წარმოდგენილი, გრინვეიში დასაქმებულია 270 -მდე თანამშრომელი. კომპანია 51 ტექინსპექტირების ხაზით ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში, უკვე მოემსახურა 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს.
გრინვეის მიერ ამ წლების განმავლობაში არა ერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა.
2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დაინერგა ახალი საოპერაციო პროგრამა, რამაც ტექინსპექტირების პროცესი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახადა.
2024 წელს USAID-სა და გრინვეი საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში , „გრინვეი საქართველომ“ თავის პარტნიორებთან (APPLUS, CITA, ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანება „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“) ერთად შექმნა გრინვეი აკადემია, რომლის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგ მოდულები, დამზადდა სახელმძღვანელო, შემეცნებითი და სასწავლო ვიდეოები და შეიქმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა — academy.greenway.ge, მთელი საქართველოს მასშტაბით გადამზადდა ტრენერთა ჯგუფი.
პროექტი ხელს უწყობს რეფორმის განმტკიცებას და უზრუნველყოფს ერთიანი, მაღალი სტანდარტების დანერგვას ტექინსპექტირების ცენტრებში, ინსპექტორობის მსურველების, თუ უკვე არსებული ინსპექტორების განგრძობად მომზადება - გადამზადებას.
2024 წლის ზაფხულში გაეშვა გრინვეის ახალი კამპანია სწორ გზას ადგახარ.
ფოტო: ალპაკა
კამპანია სწორ გზას ადგახარ არ არის მხოლოდ მარკეტინგული ინიციატივა - იდეა გრინვეის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია. დროული ინსპექტირების მნიშვნელობის ხაზგასმით, კამპანია ხელს უწყობს გზაზე მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილებას, რითაც უბედური შემთხვევების წარმოქმნის რისკების არიდებაც იქნება შესაძლებელი.
გამართული მანქანით გადაადგილება ავტომფლობელისთვის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა და კამპანიის მესიჯი სწორედ აქეთკენაა მიმართული.
გრინვეიმ ბოლო წლებში უპრეცედენტო სიახლე დანერგა და ინსპექტირების ოქმი ჩანაცვლდა ელექტრონული ვერსიით, რომელსაც მომხმარებელი იღებს სმს-ის სახით. საქართველოში ინდუსტრიისთვის ეს არის ინოვაცია და როგორც ყველა სხვა მიმართულებით, გრინვეიც აქაც პირველია.
ფოტო: ალპაკა
მხოლოდ ამ ცვლილებით, გრინვეიმ წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ფურცლის დაბეჭდვაზე თქვა უარი, რამაც 72%-ით უკვე შეამცირა გრინვეის მხრიდან ქაღალდის მოხმარების მაჩვენებელი. მეორეს მხრივ, ჩვენს მომხმარებელს მუდმივად შეუძლია თან იქონიოს თავისი ავტომობილის/ავტომობილების ინსპექტირების ონლაინ ისტორია.
გრინვეი წელსაც აქტიურად ზრუნავდა მომხმარებელზე. პირველ რიგში, კომპანია აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს რეფორმის შესახებ სწორი ინფორმაცია, მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ამისთვის, 2024 წელს პერიოდულად იმართებოდა კამპანიები და გასვლითი შეხვედრები მომხმარებელთან.
ფოტო: ალპაკა
ავტომობილით მგზავრობაზე, მის მოვლაზე და შერჩევაზე სხვადასხვა რეკომენდაციები მუდმივად ახლდებოდა საიტზე, მაგალითად, როგორიცაა: რა უნდა შეამოწმო ავტომობილში, სანამ წახვალ სამგზავროდ, რა მოწმდება ტექდათვალიერებაზე, კომფორტული მგზავრობისთვის რა ნივთებით უნდა აღჭურვოთ თქვენი მანქანა, რა უნდა გაითვალისწინო მეორადი ავტომობილის მგზავრობისას და ა.შ.
კომპანია მომავალშიც გააგრძელებს რეფორმის განმტკიცებას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ინდუსტრიაში, მომხმარებლებისთვის გვექნება არაერთი ინოვაციური სიახლე.
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
კომენტარები