2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების დარღვევისთვის, 54.7 მლნ-ის ჯარიმები გამოწერა — IDFI
ფოტო: www.passportinc.com
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით — ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024.
IDFI-ის შეფასებით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თბილისში ყოველწლიურად იმატებს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, ხოლო მოწყობილი საპარკინგე ადგილების რიცხვი იკლებს:
"საპარკინგე ადგილების დეფიციტის მზარდი ტენდენცია წარმოშობს ქაოსური პარკირების დინამიკას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას უპირისპირებს".
ასევე, IDFI მიიჩნევს, რომ თბილისში არსებული პარკირების სისტემის გამოწვევების შემსუბუქებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობდა საპარკინგე ინფრასტრუქტურის განვითარების სათანადო სტრატეგიის არსებობა და საჭირო ფინანსური რესურსის ამ მიზნით გამოყოფა.
IDFI-ის თანახმად, პარკირების სისტემის განვითარების გარკვეული ხედვა წარმოდგენილია თბილისის 2023-2043 წლების სატრანსპორტო გეგმაში, სადაც, მათი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნაზე მეტად, ყურადღება გამახვილებულია დამატებითი მოსაკრებლების შემოღებასა და ამ გზით ავტომობილით მგზავრობის შემცირების მიზნის მიღწევაზე.
კვლევის ძირითადი მიგნებები
2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 3 135 618 ჯარიმა გამოწერა, რამაც 54.7 მილიონი ლარი შეადგინა.
IDFI წერს, რომ 2022 წელს, პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზრდასთან ერთად, მკვეთრად იმატა დაჯარიმებულთა რაოდენობამ (+35%). 2023 წელს დაჯარიმებულთა რაოდენობა დაახლოებით განახევრდა, თუმცა ჯარიმით დაკისრებული თანხა 51%-ით გაიზარდა.
2023 წელს პარკირების წესების დარღვევის გამო, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს 9 419 ავტომობილი. 2018 წელთან შედარებით, საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 188%-ით არის გაზრდილი.
IDFI-ის თანახმად, 2024 წლის მაისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს, კომპანია მაქსიმალურად თავს იკავებდა მძღოლების დაჯარიმებისგან. ამ თვეს სულ გამოიწერა 2,079 ჯარიმა და მხოლოდ 43 ავტომობილი იქნა გადაყვანილი ავტოსადგომზე.
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, თბილისში 27 614 საპარკინგე ადგილია მოწყობილი. 2018-2023 წლებში საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა.
"ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური არ ფლობს თბილისის რაიონების მიხედვით მოწყობილი პარკირების ადგილების შესახებ ინფორმაციას", — წერს IDFI.
მათივე თქმით, საპარკინგე ადგილების მოწყობაზე ყველაზე დიდი თანხა 2022 წელს (640 183 ლარი) დაიხარჯა, ხოლო 2018 წლის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა.
პარკირების კონტროლიორის პოზიციაზე ყველაზე მეტი პირი 2022 წელს იყო დასაქმებული (188 პირი). 2023 წელს მათი რიცხვი 118-მდე შემცირდა: "თანამშრომელთა გადინების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ანაზღაურების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა".
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
კომენტარები